შესანიშნავი რეცეპტები მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის!

ორსულობის დროს თმა ისე გამითხელდა, რომ თავზე მელოტი ადგილებიც კი გამიჩნდა. ამას დაერთო ქერტლიც, რომელიც მანამდე არ მქონდა. დახმარებისთვის ბუნებას მივმართე... ამ რეცეპტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის.

  • ქერტლი რომ მოიცილოთ და თმის ცვენა შეგიჩერდეთ, კვირაში 1 - 2 - ჯერ თმის ძირებში შეიზილეთ 2 - 3 ს/კ ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ ( თუ ცხიმიანი თმა გაქვთ - 2 - 3 საათის შემდეგ ) თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

  • თმის ცვენას აჩერებს შემდეგი ნარევიც: წვრილად გახეხილ 4 წილ ხახვის ფაფას შეურიეთ 1 წილი თაფლი, შეიზილეთ თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უსაპნოდ. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეგულარულად.

  • ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცელი, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ ნახარშს 2 ჩ/კ გლიცერინი და 2 -3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში.

ექიმის კომენტარი:
ხახვი შეიცავს 10 % - მდე შაქრებს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, კალციუმისა და ფოსფორის მარილებს, ზოგიერთ მიკროელემენტს და ეთერზეთებს. ხახვის ბოლქვსა და ფოჩებშიც საკმაო რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა ( ანუ C ვიტამინი ), A პროვიტამინი, B1, B2 და PP ვიტამინები.
აღსანიშნავია ხახვის დადებითი ეფექტი კანის ქრონიკულად მიმდინარე ჩიქოვანი პათოლოგიების, ჩირქოვანი წყლულების დროს.
ცოცხალი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფასაც, ზრდის სქესობრივ პოტენციას. ხახვი გამოიყენება ათეროსკლეროზებისა და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ.
ხახვი გარეგანი გამოყენებისას ამაგრებს თმის ძირებს და აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: