დაივიწყეთ ხველა! როგორ გავწმინდოთ ფილტვები მოწევის შემდეგ მხოლოდ 3 დღეში...

დაივიწყეთ ხველა! როგორ გავწმინდოთ ფილტვები მოწევის შემდეგ მხოლოდ 3 დღეში...
მოწევა - თითოეულის ნებაყოფილობითი არჩევანია. კარგია, თუ ამ მავნე ჩვევას თავი დააღწიეთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. მაგრამ როგორ მოიქცეს ის, ვინსთვისაც მოწევის ზიანზე ცნობილია, მაგრამ თავს ვერ ანებებს? გახსოვდეთ, თქვენს ფილტვებს არჩევანის უფლება რომ ჰქონდეთ, სიგარეტს არასოდეს აირჩევდნენ.

დაბინძურებული ფილტვები არაერთ საშიშ დაავადებას იწვევს, ამიტომ საჭიროა პერიოდულად მათი ტოქსინებისგან გაწმენდა. ეს სასარგებლო პრაქტიკა ყველა მწეველისთვისაა და მათთვის, ვინც გადაწყვიტა ტავი დაანებოს ამ მავნე ჩვევას.

ფილტვების ეფექტური გაწმენდა

  1. ფილტვების გაწმენდის პროცესის დაწყებამდე 2 დღით ადრე რაციონიდან რძის ყველა პროდუქტი ამოიღეთ. ეს პროდუქტები ტოქსინებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში რჩება.

  2. პროცესამდე ერთი დღით ადრე, საღამოს დალიეთ ბალახის ჩაი - სასარგებლოა ნაწლავებისთვის.

    3 დღის განმავლობაში, სანამ ფილტვების გაწმენდის პროცესს იტარებთ, შეასრულეთ შემდეგი ინსტრუქციები:

  3. საუზმემდე დალიეთ ეს სასმელი: 300 მლ წყალში გახსნილი 2 ლიმონის წვენი. მჟავე წვენი ძალიან სასარგებლოა - მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც შესანიშნავად წმენდს ფილტვებს.

  4. საუზმესა და სადილს შორის დალიეთ 400 მლ სტაფილოს წვენი. სასარგებლო თვისებების გარდა, ეს ძალიან გემრიელია.

  5. სადილის დროს დალიეთ ან ჩირის კომპოტი, ან მიირთვით იოგურტი ჩირით. ეს პროდუქტები კალიუმს შეიცავს, რომელიც დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმის ტონუსზე.

  6. ძილის წინ იდეალურია 400 მლ კენკრის წვენის დალევა. ასევე მოუხდება ბროწეულის წვენიც. ეს დაგეხმარებათ ბაქტერიებთან ბრძოლაში, რომლებიც ფილტვებში ინფექციებს იწვევს.

  7. მიიღეთ ყოველდღე თბილი აბაზანა, 20 წუთი საკმარისია ტოქსინების გამოსაყვანად. ასევე სასარგებლოა საუნაც.

  8. ბოლო ნაბიჯი - ინჰალაცია ძველი მეთოდით: დაიფარეთ პირსახოცი თავზე და მიუშვირეთ ცხელი წყლის ორთქლს. წყალში გახსენით ევკალიპტის 15 წვეთი.

ეს 8 ნაბიჯი გაგიღებთ ახალი სამყაროს კარებს: ისუნთქებთ თავისუფლად და იგრძნობთ, თუ როგორ გაუმჯობესდა ტვინის მუშაობა.