საუკეთესო ნიღაბი, რომელიც თმის ზრდის პროცესს რამდენჯერმე აჩქარებს.

საუკეთესო ნიღაბი, რომელიც თმის ზრდის პროცესს რამდენჯერმე აჩქარებს.
მდოგვს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მას არამხოლოდ საკვებში და სამკურნალოდ იყენებენ, არამედ, ის შეიძლება თქვენი საყვარელი საშუალება გახდეს თმის სწრაფად ზრდისთვის. უამრავმა ქალმა გამოსცადა მდოგვის ნიღბის რეცეპტი და შედეგით კმაყოფილია. მთავარია, სწორად დავიცვათ პროპორციები და უსაფრთხოების ტექნიკა - თუ ალერგიისკენ ხართ მიდრეკილი, უმჯობესია, ნიღბისგან თავი შეიკავოთ.

თმის ნიღაბი მდოგვითა და შაქრით

თმის ნიღაბი მდოგვითა და შაქრით საკმაოდ ადვილად მზადდება, ამასთან, ძალიან ეფექტურად ათბობს თავის კანს და ხელს უწყობს თმის ბოჭკოს კვების გაუმჯობესებას. რაც უფრო მეტ შაქარს დაუმატებთ, მით უკეთ იმოქმედებს მდოგვი.

საჭირო მასალა:
  • 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს.კ. ცხელი წყალი
  • 2 კვერცხის გული
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩ.კ. შაქარი


მუშაობის პროცესი


  1. წაისვით მიღებული მასა თავის კანზე, რადგან სწორედ კანზე უნდა იქონიოს მან ზემოქმედება. ერიდეთ ნიღბის თმის ბოლოებზე მოხვედრას.
  2. დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ პირსახოცი.
  3. გაიჩერეთ ნიღაბი 15-60 წუთით.

კურსის ხანგრძლივობა: კვირაში 1-ხელ, 1 თვის განმავლობაში. თუ წასმის შემდეგ ოდნავ წვას გრძნობთ, ე.ი. ნიღაბი მოქმედებას იწყებს და შედეგის დიდხანს ლოდინიც არ მოგიწევთ. ძლიერი წვის დროს სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი.