რა უფრო საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის: შაქარი თუ თამბაქო? გაოცდებით, როცა პასუხს გაიგებთ!

რა უფრო საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის: შაქარი თუ თამბაქო? გაოცდებით, როცა პასუხს გაიგებთ!
ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ შაქრის ყოველდღიური მოხმარება უნდა შეიზღუდოს. მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შაქრის რაოდენობა არამხოლოდ უნდა შეიზღუდოს, არამედ, მისი ზიანი თამბაქოს ან ალკოჰოლს გაუთანაბრდეს.

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში შაქრის მოხმარება 3-ჯერ გაიზარდა. რასაკვირველია, შაქარი უამრავი ნატურალური საკვები პროდუქტის შემადგენლობაშია, მაგრამ მისი მოხმარება უნდა გაკონტროლდეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.

რა ზიანი მოაქვს შაქრის მოხმარებას

შაქარი იწვევს შეჩვევას, როგორც თამბაქო. კვლევების თანახმად, შაქარს ადამიანის ორგანიზმისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს. მაგ. ჭარბწონიანობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

მრავალი კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ შაქრის დიდი ოდენობით მიღება ძალიან ამაღლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის რისკს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტკბილეულის მოყვარულ ადამიანებში შეინიშნება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და იმუნური სისტემის დასუსტება. ასევე, შაქარი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, უარესდება მისი თვისებები, რაც ელასტიურობის დაკარგვას იწვევს, იცვლება კანის ფერი, ჩნდება გამონაყარი და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ეს ფაქტები ცნობილი გახდა, შაქარს მართლაც შეიძლება ”ტკბილი შხამი” უწოდო, ვინაიდან, შაქარი ორგანიზმზე ნელა მოქმედებს, მაგრამ სამუდამოდ აზიანებს ადამიანის ორგანიზმს.