კარტოფილის მობრაწულა ხორცის ფარშით

fpaparazzi მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მოსამზადებელ გემრიელი და ნოყიერი ვახშმის რეცეპტს გთავაზობთ..

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი 1,5 კგ
  • საქონლის ფარში 0,5 კგ
  • ფქვილი 100 გ
  • დიდი თავი ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • ყველი 400 გ
  • ტოპატპასტა 2 ს/კ
  • კვერცხი 4 ცალი
  • მწვანე ხახვი
  • კარაქი (ფორმაზე წასასმელად)
  • პაპრიკა (სურვილისამებრ)
  • მარილი და პილპილი


მომზადების წესი:
  1. დაჭერით ხახვი და ნიორი წვრილად და მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ ფარში და თუშეთ 15 წუთი.
  2. დაუმატეთ ტომატპასტა, მარილი, პაპრიკა და შავი პილპილი. მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. გახეხეთ ყველი და კარტოფილი.
  4. კვერცხი ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად.
  5. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.
  6. ერთმანეთში აურიეთ კარტოფილი, კვერცხი, ფარში, გახეხილი ყველის ნახევარი და ფქვილი.
  7. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  8. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. გაანაწილეთ მასზე ცომის ნახევარი.
  9. ომის ზემოდან გაანაწილეთ ფარში და დაადეთ კვლავ ცომი. მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში 40-45 წუთი.


გემრიელად მიირთვით