რა უნდა ვიღონოთ, თუ ჰიპერტონიული ( მაღალი წნევა ) შეტევა დაგვეწყო?!

რა უნდა ვიღონოთ, თუ ჰიპერტონიული ( მაღალი წნევა ) შეტევა დაგვეწყო?!
ჰიპერტონია ( მაღალი წნევა ) - მრავალფუნქციური ქრონიკული დაავადებაა, დაკავშირებული არტერიული წნევის აწევის გარემოებებთან. ანსხვავებენ ჰიპერტონიის 3 სტადიას - მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს, რაც დამოკიდებულია წნევის მომატების სიმაღლესა და ხანგრძლივობასთან. თითოეულ სტადიას თავისი სიმპტომები გააჩნია: თავის არეში ხმაურითა და ტკივილებიდან - შეუქცევად, კატასტროფულ ცვლილებებამდე გულის, ტვინის, თირკმელებისა და ა.შ. მოქმედებაში.

რა უნდა ვიღინოთ, თუ ჰიპერტონიული შეტევა დაგვეწყო?
ფეხებთან მიიდეთ სათბურა ან ბოთლი მაინც ცხელი წყლით - გახვეული პირსახოცში. კანჭებსა და ქუსლებზე შეგიძლიათ დაიდოთ მდოგვის საფენები. მიიღეთ თუ გაქვთ პაპავერინი ან ექიმის მიერ დანიშნული რაიმე პრეპარატი, და დაწექით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ნუ ადგებით.

ჰიპერტონიული დაავადება თუ შორს არ არის წასული, ამ შემთხვევაში შეიძლება არტერიული წნევის შესამცირებლად ხალხური მეთოდების გამოყენება, უამრავი რეცეპტებიდან გთავაზობთ რამდენიმეს:

ნაყენი კუნელის ნაყოფისგან. 1 ს/კ კუნელის დანაწევრებულ ნაყოფს ან ყვავილებს დაასხით ჭიქა არაყი. დააყენეთ დახურულ ჭურჭელში 7 დღე. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 20 - 30 წვეთი 3 - 4- ჯერ დღეში ჭამამდე.

სოჭის ქერქის ნახარში. აიღეთ 300 გრ სოჭის ქერქი, დაასხით 2 ლ წყალი და ადუღეთ 20 წთ. გაგრილებული ნახარში შეინახეთ შუშის ჭურჭელში . სვით 50 - 50 გრ 2 - 3 - ჯერ დღეში 10 დღე, შემდეგ შეისვენეთ 10 დღით. მოამზადეთ ახალი ნახარში და კვლავ სვით 10 დღე ( მთლი კურსი გაგრძელდება 1 თვე ).

ვაშლის ძმარი. დაასველეთ ქსოვილის ნაჭერი ვაშლის ძმრით, მიიდეთ ქუსლებზე, 5 - 10 წთ. ვინაიდან საშუალება ძალზე ეფექტურია, თვალყური ადევნეთ, რომ წნევა მეტისმეტად დაბლა არ დაეცეს.

გოგრის ნახარში თაფლით. 200 გრ გოგრა დაჭერით ნაჭრებად, მოხარშეთ ნელ ცეცხლზე დარბილებამდე, გაწურეთ და გააგრილეთ. დაუმატეთ ნახარშს 3 / 4 კ თაფლი. მიიღეთ ღამით როგორც დამამშვიდებელი საშუალება ჰიპერტონიის დროს.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური