დესერტის როლები ხაჭოთი

დესერტის როლები ხაჭოთი
fpaparazzi ორიგინალური, ძალიან გემრიელი ტკბილი როლების რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ხაჭო- 300გ
  • არაჟანი- 1ჩ.კ
  • თაფლი- 1 ჩ.კ
  • შაქრის პუდრა- 1ჩ.კ
  • მარწყვი-3ცალი
  • შავი ქლიავის ჩირი -1მუჭა
  • ბანანი-0,5 ცალი
  • ქოქოსის ფანტელი
  • მიწის თხილი- მოსართავად
  • ათქვეფილი ნაღები მოსართავად


მომზადების წესი:
1. ხაჭო გაყავით ორ ნაწილად. ერთს დაუმატეთ არაჟანი და თაფლი, ხოლო მეორეს მარწყვი და შაქრის პუდრა. ორივე მასა დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. სამუშაო მაგიდაზე გაშალეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოაყარეთ თანაბრად ქოქოსის ფანტელი. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს თეთრი მასა.
3. შავი ქლიავი გაჭერით ჭუაზე და დაალაგეთ ხაჭოს მასაზე. და თანდათანობით დაიწყეთ ხაჭოს მასის ცელოფნის მეშვეობით რულეტად გადახვევა.
4. იგივეს ვაკეთებთ მარწყვის მასით და ქოქოსის თეთრი ფანტელით. ამ შემთხვევაში შავი ქლიავი ბანანით ჩაანაცვლეთ.
5. მოათავსეთ რულეტები 30 წუთი მაცივარში.
6. როცა რულეტები გამაგრდება, შეგიძლიათ დაჭრათ როლებად და მორთოთ სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით!