ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობა სასწაულმოქმედი ელექსირით!

ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობა სასწაულმოქმედი  ელექსირით!
ამ ელექსირს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყენებდნენ, რომელიც ძირითადად ხანდაზმულებისთვისაა განკუთვნილი.

დაგვჭირდება:
  • ასკილის ფოთლები და ნაყოფი 75 გრ
  • თაფლი 150 გრ
  • ნატურალური ყურძნის წვენი 1 ლ

მომზადების და გამოყენების წესი:
უნდა მოამზადოთ 75 გრ ასკილის ფოთლები და ნაყოფი, შეურიეთ 150 გრ თაფლი და დაასხით 1 ლ ნატურალური ყურძნის წვენი. შემდეგ გაათბეთ ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წთ, ქაფის მოხდით; ოდნავ გააგრილეთ და გაწურეთ.
ეს ღვთაებრივი ელექსირი გააჩერეთ 4 კვირა. ამ დროის განმავლობაში კვლავ სამჯერ წამოადუღეთ ქაფის მოხდით, ასევე 5 წთ. ეს უნდა აკეთოთ თითო კვირის შემდეგ და შეინახეთ სიბნელეში.
მზა ელექსირი მიიღეთ თითო - თითო არყის ჭიქით 2 - 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ. 2 კვირის შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა და ისევ გააგრძელეთ მკურნალობის კურსი.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური