ნიკრისის ქარის ( პოდაგრა ) სამკურნალო და ძალზე ეფექტური საშუალებები!

ნიკრისის ქარის   ( პოდაგრა ) სამკურნალო და ძალზე ეფექტური საშუალებები!
ნიკრისის ქარის სამკურნალო საშუალებები, რეკომენდებული გარეგანი ხმარებისთვის.

ღვია ჩვეულებრივი. აიღეთ 15 გრ ნაყოფი 100 მლ სპირტზე. ნაყენი გამოიყენეთ გარეგანი დანიშნულებისათვის შესაზელად როგორც ტკივილიგამაყუჩებელი საშუალება. შეიძლება აგრეთვე გამოიყენოთ არომატული აბაზანები ( 50 გრ ნაყოფი და რტოები ერთ ვედრო მდუღარე წყალზე ).

თალგამი. გახეხილი მოხარშული თალგამი დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის დროს.

ევროპული ფიჭვი. დაქუცმაცებული და მოთუთქული მდუღარე წყლით ახალი წიწვები გამოიყენეთ კომპრესებისათვის რევმატიზმისა და ნიკრისის ქარისათვის. რტოების ნაყენი ჩაუმატეთ აბაზანაში.

პირშუშხა. გარეგანი შეშუპებულობების მოსახსნელად გამოიყენეთ პირშუშხას ნაყენი. 1 ს/კ სახეხზე გახეხილ პირშუშხას ფესვს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ 1 სთ -ის განმავლობაში.

შაცი მოცხარი. ავიღოთ 25 გრ დაქუცმაცებული ფოთლები და დავთუთქოთ 0,5 ლ მდუღარე წყლით, დავაყენოთ რამდენიმე სთ. ვსვათ 0,5 - 1 ჭიქა 4 - 5 -ჯერ დღეში. გამოვიყენოთ რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის დროს.

ნაკრები
მხოხავი ჭანგას ფესურა - 4 გრ, დედოფლისთითას ბალახი - 4 გრ, ოროვანდის ფესვები - 6 გრ, სამფეროვანი იის ბალახი - 6 გრ. ადუღეთ 15 წთ 1 ლ წყალში 40 გრ ამ ნაკრების ნარევი. მიიღეთ ნიკრისის ქარის დროს ნახევარ - ნახევარი ჭიქა 5 - ჯერ დღეში ჭამიდან ერთი სთ-ის შემდეგ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური