ექიმები ამის შესახებ დუმან! საუკეთესო რეცეპტი თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალზედ მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომლის ხარჯზეც მთელი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა საგრძნობლად უმჯობესდება. ამ პროცედურამ შეიძლება დაგვიცვას ისეთი სერიოზული დაავადებებისგან, როგორიცაა: კისრის მალების ოსტეოქონდროზი და ათეროსკლეროზი. რეგულარულად მსგავსი პროცედურების ჩატარებით თქვენ შეძლებთ თავის ქრონიკული ტკივილების დამარცხებას, მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას, განწყობის ამაღლებას და ა.შ.

დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 5 გასაოცარ რეცეპტს თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად.

1-ლი მეთოდი: თაფლი და კაკალი

დაფქვით 5 კაკალი და შეურიეთ 1 სუფრის კოვზ ნატურალურ თაფლში, ჩაამატეთ 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი და ჯანჯაფილი, კარგად მოურიეთ და შედგით ნარევი მაცივარში. მიირთვით ეს საშუალება დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.


მე-2 მეთოდი: ხახვის წვენი და თაფლი

გამოწურეთ ხახვისგან ჩაის ჭიქის მესამედი წვენი და შეურიეთ ის 1 ჭიქა ნატურალურ თაფლში. მიღებული საშუალება მიირთვით დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს საშუალება არა მხოლოდ ეფექტურია სისხლძარღვების გასაწმენდად, არამედ ამაღლებს იმუნიტეტს.

ექიმები ამის შესახებ დუმან! საუკეთესო რეცეპტი თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად
მე-3 მეთოდი: ნატურალური წვენები

ყოველდღიურად საუზმობამდე და სადილობამდე 30 წუთით ადრე მიირთვით ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი (შეგიძლიათ ჩაანაცვოთ ვაშლის ან სტაფილოს წვენით).




მე-4 მეთოდი: ოროვანდის ნაყენი

ჩაყარეთ თერმოსში 1 მუჭა (10 გრამი) ოროვანდის ფესვები, დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 8-10 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი და შეინახეთ ის ცივ ადგილას. მიირთვით მომზადებული ოროვანდის ნაყენი საუზმობამდე და სადილობამდე 30 წუთით ადრე, 4-4 სუფრის კოვზის ოდენობით. სისხლძარღვების გაწმენდის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 1 თვეს.



მე-5 მეთოდი: სასარგებლო პროდუქტები

ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ამაღლებისა და სისხლძარღვების გაწმენდის მიზნით რეკომენდირებულია ყოველდღიურად საუზმობამდე 30 წუთით ადრე მცირეოდენი მარინადის, 1 მუჭა ქიშმიშისა და ამავე რაოდენობით კაკლის მირთმევა. 15-20 წუთის შემდეგ თქვენ ვალდებული ხართ დალიოთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: