თმის შეღებვა და ძირების გამაგრება ბალახების ნაყენით.

თმის შეღებვა  და ძირების გამაგრება ბალახების ნაყენით.
FPAPARAZZI გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას თმის შესაღებად, ქერტლის მოსაშორებლად და თმის ძირების გასამაგრებლად. სცადეთ და ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით ამ რჩევებით!

თავის დაბანის შემდეგ ჭაღარის დასაფარად თმებზე გადაივლეთ - ჭინჭრის, არყის ხის ფოთლების, სამკურნალო გვირილის ყვავილების, ხახვის ნაფცქვენებისა და წითელი ცირცელის ნაყოფის ნარევისაგან მომზადებული ნაყენი.
ამ ნაყენის მოსამზადებლად დოლბანდის ტომსიკაში მოათავსეთ გამხმარი ან ნედლი ბალახი, დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ 5 - 10 წთ. შემდეგ, როცა თბილი გახდება, დაიბანეთ ამ ნაყენით თავი. ბალახები გამოიყენეთ ნებისმიერი რაოდენობით.
ასეთი ნაყენი ამაგრებს თმის ძირებს, აშორებს ქერტლს და ეფექტურად ღებავს თმებს.

თმის გასამაგრებლად და ქერტლის მოსაშორებლად - მოკლეთმიანებმა 1 თავი ხახვი გახეხეთ წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი , აურიეთ მასში 1 ს/კ თაფლი, 1 კვერცხის გული და წაისვით თმის ძირებზე. ზემოდან ჩამოიცვით ცელოფნის პარკი და გამონასკვეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 1 სთ, შემდეგ კი გულმოდგინედ ჩამოიბანეთ თმები ( ხახვის სუნი რომ არ შემორჩეს, შეგიძლიათ ტაშტში ჩაუმატოთ 1 -2 ს/კ ძმარი ). ვისაც გრძელი თმები გაქვთ, ყველა კომპონენტი უნდა აიღოთ 2 -3 -ჯერ მეტი.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური