მტვრის ალერგიისაგან და ეგზემისაგან ამ საოცარი რეცეპტების საშუალებით განიკურნებით!

მტვრის ალერგიისაგან და ეგზემისაგან ამ საოცარი რეცეპტების საშუალებით განიკურნებით!
ზოგიერთი მცენარის ყვავილის მტვერი ( რომელიც ქარით ვრცელდება ), თივა და სხვა - სურდოს, კონიუნქტივიტს იწვევს. ყველაზე მეტად ალერგია ჩნდება ისეთი პროდუქტებისაგან, როგორიც არის არის რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, პამიდორი, ციტრუსები, შოკოლადი, ხენდრო. ჩვეულებრივ, საკვებისაგან ალერგია ჩნდება კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის ფონზე ( იწვევს ღებინებას, ფაღარათს, მოგვიანებით ჭინჭრის ციებას, ციებ - ცხელებას ).

მტვერის ალერგიის სამკურნალო ნაკრები

  • ასისთავა - 5 წილი, კრაზანა - 4 წილი , ბაბუაწვერას ფესვები ( დაფხვნილი ) - 3 წილი, შვიტა მინდვრის - 2 წილი, სიმინდის ღეროები დინგებით - 1 წილი , გვირილა სამკურნალო - 1 წილი , ასკილის ნაყოფი ( დანაყილი ) - 4 წილი. ნაკრების 4 ს/კ დაასხით 1 ჭიქა წყალი და გააჩერეთ 1 ღამის განმავლობაში. დილით შედგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღბამდე ( არ აადუღოთ! ). შემდეგ შეფუთნეთ 4 სთ და გაწურეთ. სვით თითო ჭიქა დღეში 3 მიღებაზე ჭამის წინ. ნაყენი შეგიძლიათ მოამზადოთ ერთბაშად 2 -3 დღის სამყოფი და შეინახოთ მაცივარში.
    ალერგია თანდათანობით დაიწყებს " გამოსვლას " ორგანიზმიდან: თავდაპირველად სიმკვრივე გექნებათ ცხვირში, შემდეგ ნიკაპზე, ხელებზე და ქვემოთ ფეხებამდე - ძლიერი ქავილით. ამ ადგილებზე უნდა წაისვათ რაიმე საანესთეზიო საშუალება. ერთი თვის შემდეგ დაგეწყებათ გამოჯანსაღება. ასე იმკურნალეთ 6 თვე. ამ ხნის განმავლობაში სპირტიანი სასმელები არ იხმაროთ.

  • ამბროზიისაგან გამოწვეული ალერგიის სამკურნალოა შემდეგი რეცეპტი: მაისის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე სვით ნახევარ - ნახევარი ლიტრა თხის რძე ყოველდღიურად. შედეგს დადებითს მიიღებთ.

  • ალერგიულ დაავადებისას თუ ეგზემა გაწუხებთ, ძალზე ეფექტურია ბაყაყურას თესლით მკურნალობა.
    30 გრ თესლი დაფქვით და ფხვნილს დაასხით 0,5 ლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე სითხის ნახევრის აორთქლებამდე, გაწურეთ. სვით თითო ს/კ-ით ყოველ სთ-ში დილიდან საღამომდე. ერთი თვის მკურნალობის შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

  • ალერგიული გამონაყარისა და ეგზემის სამკურნალოდ გთავაზობთ მალამოს რეცეპტს:
    2 მუჭა გულყვითელას ნედლი ყვავილები ჩავყაროთ ნახევარ ჭიქა ანადუღარ მცენარეულის ზეთში, გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 1 წთ, დავუმატოთ 30 გრ ლანოლინი ( შეიძინეთ აფთიაქში ), აურიეთ , გადმოდგით ცეცხლიდან. მეორე დღეს კვლავ გააცხელეთ და გაწურეთ. მომზადებული მალამო შეინახეთ მაცივარში.

  • ალერგიისაგან განიკურნებით კრაზანას ნაყენით.
    ნახევრამდე ამოავსეთ ლიტრიანი ქილა ამ მცეანრის ნედლი მასალით და ბოლომდე დაამატეთ არაყი. გააჩერეთ 3 კვირა სიბნელეში, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. სვით თითო ჩ/კ დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. ნაყენის მთლიანად დალევის შემდეგ ალერგია გაგიქრებათ.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური