პოლინა გაგარინას დიეტა საოცრად იოლი აღმოჩნდა! ასეთი შედეგისთვის ნამდვილად ღირს ძალისხმევა...

პოლინა გაგარინას დიეტა საოცრად იოლი აღმოჩნდა! ასეთი შედეგისთვის ნამდვილად ღირს ძალისხმევა...
პოლინა გაგარინა ბრწყინვალე მომღერალი და მსახიობია. მაგრამ პირველ რიგში, პოლინა ჩვეულებრივი ქალია, რომელსაც ბედმა განცდები და ნერვიულობა არგუნა. მშობიარობის შემდეგ მან წონაში 30 კგ მოიმატა.

უამრავი ადამიანისგან განსხვავებით, პოლინა არ დაღონდა და აირჩია ახალი ცხოვრება საკუთარ სხეულში: განსაკუთრებული დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის წყალობით, ნიჭიერმა მომღერალმა მალევე საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამჟამად ის ირწმუნება, რომ არ იცავს არავითარ დიეტას, მაგრამ წონა არ უბრუნდება! მოთმინება და ჯანსაღი კვება - აი მისი წარმატების საწინდარი!

როგორ დაიკლო წონაში პოლინა გაგარინამ

პოლინა გაგარინას დიეტა - მკაცრი, მაგრამ ძალიან მოქმედი კვების რეჟიმის მაგალითია. ამ პერიოდში მომღერალი 18:00-ის შემდეგ არ ჭამდა, სვამდა დღეში 2 ლიტრ წყალს, თავს უშაქრო ჩაისა და ყავის დალევის უფლებას აძლევდა. პოლინას რაციონიდან გაქრა ნებისმიერი ცომეული, ტკბილეული, ფასთფუდი, ცხიმიანი და კალორიული საკვები.

პოლინა გვანდობს წონაში დაკლების საიდუმლოს, რათა სხვა ქალბატონებმაც მიბაძონ შესანიშნავ მაგალითს!

ბრინჯის დღე

დაშვებულია მხოლოდ მოხარშული ბრინჯის მირთმევა. ულუფები - ჩვეულებრივი, შეგიძლიათ დაამათოთ სუნელები.

ხორცის დღე
დაშვებულია მხოლოდ ქათმის ფილეს მირთმევა.

ბოსტნეულის დღე
დაშვებულია მოხარშული ბოსტნეული, ბოსტნეულის სუპები. დაუშვებელია - კარტოფილი.

მკაცრი დიეტის მიღმა, პოლინამ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვაც გამოიყენა ზედმეტი ცხიმის დასაწვავად. მან აირჩია ცეკვა, სირბილი, ცურვა.
რა თმა უნდა, ძალიან რთული იყო ცხოვრების მსგავსი წესის დაცვა, მაგრამ მომღერალმა 6 თვე დაიცვა იგი. შედეგად მიიღო სხეულის შესანიშნავი ფორმები და გარეგნობა.

დიეტის დასრულების შემდეგ, პოლინა დაბალანსებული კვების წესებს იცავს: მეტი ხილი, ბოსტნეული, თხილი, უცხიმო ხორცი და თევზი რაციონში. ადრე საკვები მისთვის პირველ ადგილზე იყო, ახლა კი თავისი შეხედულებები შეცვალა.

საკვები გახლავთ ორგანიზმის საწვავი, საჭმელი ხარისხიანი და სასარგებლო უნდა იყოს. კულინარული შედევრებით მხოლოდ ხანდახან გვმართებს ტკბობა.