ყველანაირი ტიპის ალერგიის სამკურნალო და არაჩვეულებრივი რეცეპტები შინაგანი და გარეგანი მოხმარებისთვის!

ყველანაირი ტიპის ალერგიის სამკურნალო და  არაჩვეულებრივი რეცეპტები შინაგანი და გარეგანი მოხმარებისთვის!
ალერგია - ორგანიზმის მომატებული, ჭარბი მგრძნობელობაა გარემოს ამა თუ იმ ფაქტორის, ე.წ. ალერგენის ზემოქმედების მიმართ ( ქიმიური ნივთიერებების, მიკრობების, საკვები პროდუქტების, ზოგიერთი სახეობის მცენარის ყვავილის მტვერის და სხვა.
ალერგიულ დაავადებებს განეკუთვნება: ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, ალერგიული სურდო, დერმატიტი, წამლისმიერი და კვებისმიერი ალერგია, ალერგიული ართრიტი.
ბევრ ინფექციურ დაავადების განვითარებას ( ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, მუცლის ტიფი და სხვა ). შეიძლება დაერთოს ინფექციური ალერგია.
არაინფექციური წაროშობის ალერგენებად იწოდებიან: საყოფაცხოვრებო მტვერი, ცხოველთა ბეწვი, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი, სინთეტური მასალები, საღებავები, სარეცხის ფხვნილები. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს პრაქტიკულად ნებისმიერმა სამკურნალო პრეპარატმა.

ალერგიის სამკურნალო საშუალებები შინაგანი მოხმარებისთვის.
ბაღის პიტნა. დაასხით 10 გრ ბალახს ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ორთქლში 20 - 30 წთ. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.

მუმიო. წარმოადგენს ერთ - ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას ალერგიის სამკურნალოდ. ამასთან აუცილებელია, ის იყოს მაღალი ხარისხის. მუმიო უნდა გავაზავოთ ასეთი კონცენტრაციით: 1 გრ - 1 ლ თბილი წყალში ( კარგი მუმიო წყალში იხსნება ნალექების გარეშე ).
მუმიოს ხსნარი მივიღოთ დილით დღეში ერთხელ თბილ რძესთან ერთად.
დოზირება ბავშვებისთვის: 1 - 3 წლის ასაკში - 50 მლ, 4 - 7 წლის 70 მლ, 8 წლის და ზევით - 100 მლ.
ალერგია თუ ძალზე ძლიერია, მიღება უნდა გავიმეოროთ დღისითაც, მაგრამ დოზა ორჯერ შევამციროთ. მუმიოს გააჩნია კუჭში გამხსნელი მოქმედება.
ეგზემის დროს კანზე უნდა წავისვათ მუმიოს უფრო კონცეტრირებული ხსნარი - 1 გრამზე 100 მლ.
ჩვეულებრივ მუმიოს მოქმედება არის მეტად ეფექტური. ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპებით გამოწვეული ხვრინვაც კი, რომლითაც ღამით იტანჯებიან, ბავშვებს აღარ აწუხებთ მკურნალობის პირველსავე დღეებში.
მაგრამ არ უნდა დავკმაყოფილდეთ ამ სწრაფი შედეგით. ცნობილი შუა აზიელი ექიმის - ავიცენას რეკომენდაციით, მკურნალობის ასეთი კურსი უნდა ჩატარდეს 20 - 20 დღით გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

ბაბუაწვერა და ოროვანდი. მათი ფესვები დაფშვენით როდინში ცალ - ცალკე და ერთმანეთში შეურიეთ. აიღეთ 2 ს/კ ნაერთის ფხვნილი, დაასხით 3 ჭიქა წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ადუღეთ 10 წთ, გადმოდგით ცეცხლიდან და დააყენეთ კიდევ 10 წთ. დალიეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა ჭამის წინ და ღამით ( 5-ჯერ დღეში ).

გვირილა სამკურნალო. 1 ს/კ ყვავილედს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ამყოფეთ ორთქლში 20 - 30 წთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზით 2 - 4 -ჯერ დღეში.

ალერგიის სამკურნალო საშუალებები გარეგანი მოხმარებისთვის
წყლის იელი ( ჭაობის ). აიღეთ 1 ლ მისი ნაყენი ( ან ნახარში ) აბაზანაში ჩასასხმელად და წყლის პროცედურების ჩასატარებლად კანის ალერგიულ გამონაყარზე.

წითელი სამყურა. ამ მცენარის ნედლი ყვავილედის წვენით მკურნალობენ თვალის ალერგიულ დაზიანებებს.

ია სამფეროვანი ან ყანის ია ( იაჟუჟუნა ). აიღეთ 1 ლ ნაყენი აბაზანაში წყლის პროცედურებისათვის კანის ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
სეზონურად მცენარეთა ყვავილის მტვერის გამოყოფისას მაღალი რეაქციის დროს ( ივლისის ბოლო - აგვისტოს დასაწყისი ), რეკომენდებულია სახლში დაბრუნების შემდეგ შავბალახას, კატაბალახას ( სუსტი კონცენტრაციით ) ნაყენის ყელში გამოვლება რეაქციის შენელებას ხელს უწყობს აგრეთვე შხაპის მიღება ( დღეში 3 -ჯერ ).

ოსპი. ალბათ ყველამ არ იცის, რომ ოსპი კარგად კურნავს ალერგიას. აიღეთ 500 გრ ოსპის ნამჯა, ბალახი ან 200 გრ მარცვალი, ადუღეთ 3 ლ წყალში 10 წთ. შემდეგ გაწურეთ და გადმოასხით აბაზანაში თბილ წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა 30 წთ. სამი დღე საკმარისია.
მკურნალობის ეფექტურობა უფრო მაღალი იქნება, თუ ოსპის ნახარშს დაუმატებთ ასეთივე წესით მოდუღებულ ფიჭვის წიწვებსა და კვირტების ნაყენს, აგრეთვე გამოიყენებთ საკვებად ოსპის კერძებს.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური