5 ნიშანი იმისა, რომ ჩანთა უხარისხოა

თუნდაც ერთი ხარისხიანი ჩანთა ყველა თავმოყვარე ქალის გარდერობში უნდა იყოს. მისი არჩევა კი ცოტათი რთულია. ამასთან, ნატურალური ტყავი ხარისხიან დერმანტინზე უკეთესი ხარისხის ყოველთვის არ არის. როგორ არ წამოვეგოთ გამყიდველის ანკესზე და არ შევიძინოთ ჩანთა, რომელიც იმედს გაგვიცრუვებს? აი, 5 ნიშანი იმისა, რომ ჩანთა უხარისხოა:

გაუგებარი ფორმა


5 ნიშანი იმისა, რომ ჩანთა უხარისხოა

უხარისხო, ცუდი ჩანთა ტომარას გაგონებს. ჩვენ შემთხვევით კი არ ჩავსვით ეს პუნქტი პირველ ადგილზე: გაუგებარი ფორმის ჩანთა გარშემომყოფების ყურადღებას უმალვე იქცევს და აქსესუარის დაბალ ხარისხზე მეტყველებს, ასევე, აფუჭებს მთლიან იმიჯზე წარმოდგენას.

უხარისხო ნაკერები

5 ნიშანი იმისა, რომ ჩანთა უხარისხოა

უსწორმასწორო ნაკერები - კიდევ ერთი საგანგაშო ზარია, რომელიც წარუმატებელ შენაძენზე გაფრთხილებს. ეს ნაკლი არანაკლებს შესამჩნევია გაუგებარ ფორმაზე, გარდა ამისა, ასეთი ჩანთა მალევე ნადგურდება.

ძაფები

5 ნიშანი იმისა, რომ ჩანთა უხარისხოა

ხარისხიან ჩანთაზე ამოძენძილი ძაფები არასოდეს ჩანს, არც შესაკრავებზე და არც სარჩულზე. ფიქრობთ, რომ მათი მოჭრა შეიძლება? ცდებით. რადგან მალევე ახალი ძაფები იჩენს თავს.

უხარისხო ფურნიტურა

5 ნიშანი იმისა, რომ ჩანთა უხარისხოა

შეიძინეთ სასურველი ჩანთა და სიხარულით ცას ეწიეთ? მაგრამ 1 კვირაში ამჩნევთ, რომ ოქროსფერმა შესაკრავმა ფერი დაკარგა. გილოცავთ, ეს უხარისხო ფურნიტურაა. სამწუხაროდ, ამ ნაკლის შემჩნევა ძალიან რთულია შეძენისას, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, მაღაზიაშივე აღმოაჩენთ ამას.

უსიამოვნო სუნი

5 ნიშანი იმისა, რომ ჩანთა უხარისხოა

არ აქვს მნიშვნელობა, ტყავისაა ჩანთა თუ დერმანტინის - კარგ, ხარისხიან ჩანთას უსიამოვნო სუნი არ უნდა ასდიოდეს. თუკი მაღაზიაშივე აშკარად იგრძნობა ეს ნაკლი, დარწმუნებული იყავით, არავითარი ”განიავება” ამას არ უშველის. გარდა ამისა, უსიამოვნო სუნი არის ნიშანი იმისა, რომ ჩანთა გაუგებარი ქიმიური ქიმიური ნივთიერებებით იქნა დამუშავებული, რამაც შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს.

კომენტარები