გაიგეთ, როგორ უნდა უშველოთ სოკოს!

გაიგეთ, როგორ უნდა უშველოთ სოკოს!
თუ ზამთარშიც კი ფეხები ხშირად გიოფლიანდებათ და ძლიერ გექავებათ, ფეხის თითები თითქოს ჭკნობას იწყებენ, უნდა იფიქროთ, რომ თქვენ სოკო გაქვთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე შემდეგი რეცეპტიდან:

  • აიღეთ 100 მლ სამედიცინო, 90 გრადუსიანი სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხების თითებში.

  • ერთი მუჭა ( 100 გრ ) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ 3 ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება გაიკეთეთ ფეხის აბაზანა, ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. ფეხი არ შეიმშრალოთ. აცადეთ თვითონვე გაშრეს.

  • პიტნა დააქუცმაცეთ , შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი, დაიდეთ ფეხის თითებს შორის და 1 საათი გააჩერეთ.

  • კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.

  • რომ გამოირიცხოს მეორადი ტანსაცმლიდან თუ ფეხსაცმელიდან სოკოს და სხვა ინფექციათა გადადება, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია. ფეხსაცმელში უნდა ჩავასხათ თითო ჩ/კ ნიშადურის სპირტი და 24 საათის განმავლობაში ცელოფნით ჰერმენტულად უნდა შევფუთოთ. ტანსაცმელი კი დიდხანს ვავლოთ გამდინარე წყალში და შემდეგ ასევე დიდხანს გავფინოთ მზეზე.

სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია