იტანჯებით გაცხიმოვნებისგან, სისხლის მაღალი წნევისგან ან დეპრესიისგან? ცადეთ ეს...

იტანჯებით გაცხიმოვნებისგან, სისხლის მაღალი წნევისგან ან დეპრესიისგან? ცადეთ ეს...
ხილის ბევრი სახეობა საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რის გამოც დიეტის დაცვის დროს ადამიანები მათზე უარს აცხადებენ. იცოდით, რომ არსებობს გარკვეული ხილის სახეობები, რომლებიც გახდომაში და ცხიმოვანი ფენების შემცირებაში გვიწყობს ხელს?


ხილი გახდომისთვის

ავოკადო

100 გრამი ავოკადო შეიცავს დაახლოებით 120 კალორიას. მიუხედავად მაღალკალორიულობისა, ეს ხილი ხელს გვიწყობს წონის დაგლებაში, რადგან ენერგია, რომელსაც ანანასის სახით ვიღებთ, არ გარდაიქმნება ცხიმად. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი მიზანი წონის დაკლებაა, აუცილებლად ჩაამატეთ ეს პროდუქტი საკუთარ კვების რაციონში.

რთული დასაჯერებელია, თუმცა ავოკადო საკუთარი საკვები ღირებულებით აღემატება ხორცს. გამოცდილი კარდიოლოგები ამბობენ, რომ მაღალხარისხიანი პროდუქტი არაჩვეულებრივი საშუალებაა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს დღეში 1 ავოკადოზე მეტის მიღება.

გრეიფრუტი

თქვენ ალბათ არ იცოდით, რომ გრეიფრუტის შაქარი შეიცავს მინიმალური რაოდენობით კალორიას, რის გამოც ეს პროდქტი არაჩვეულებრივია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიეტას იცავენ. გრეიფრუტი მდიდარია ბოჭკოებით (უჯრედისით), რის ხარჯზეც გვეხმარება სინაყრის განცდის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში.

ვაშლი

ნედლი სახით ვაშლის მირთმევის დროს თქვენ ძალიან რისკავთ, რადგან ასე შეიძლება გაგიღვივდეთ მადა. საქმე იმაშია, რომ ხილის მჟავები, რომლებიც ჭარბი რაოდენობითაა ამ პროდუქტში, ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას. გამოსავალი ერთია: გამოაცხვეთ ვაშლი ღუმელში და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით.

გამომცხვარი ვაშლი ხანგრძლივი დროით გვანიჭებს სინაყრის განცდას და რაც მთავარია, არ აზიანებს კუჭის ლორწოს. ადამიანებისთვის, რომლებიც ჰიპერტონიისგან იტანჯებიან, რეკომენდირებულია ყოველდღიურად რამდენიმე ვაშლის მირთმევა.

ფორთოხალი

საშუალო ზომის ფორთოხალი შეიცავს დაახლოებით 90 კალორიას, რის გამოც ეს ხილი თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის დიეტის დაცვის დროს. ფორთოხალი მდიდარია ბოჭკოებით, რის ხარჯზეც ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას. ფორთოხლის მირთმევიდან დაახლოებით მომდევნო 4 საათის განმავლობაში, თქვენ შიმშილი არ შეგაწუხებთ!

განსაკუთრებით ეფექტორი წონის კლების პროცესის დასაჩარებლად სირიული წითელი ფორთოხალია. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რეგულარულად ამ პროდუქტის მირთმევის შემთხვევაში გაცხიმოვნების რისკი ნულს უტოლდება.

ანანასი

განსაკუთრებული ფერმენტის, ბრომელაინის მაღალი შემცველობის ხარჯზე ეს ხილი გვიუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში.

როდესაც მძიმე და ცხიმიან საკვებს მიირთმევთ, აუცილებლად დააყოლეთ მათ ეს ხილი. ასეთ შემთხვევაში ცხიმებს გაცილებით ნელა აითვისებს ჩვენი ორგანიზმი, რაც სასარგებლოდ აისახება ჩვენს ფიგურაზე.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, რათა მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები და შეძლოთ რაციონალური წონის მრავალი წლით შენარჩნება.