გაიწმინდეთ ორგანიზმი წიდებისგან რამდენიმე სალათის დახმარებით.

გაიწმინდეთ ორგანიზმი წიდებისგან რამდენიმე სალათის დახმარებით.
ორგანიზმის გაწმენდა წიდებისაგან სალათით. ბევრი ჩვენი სატკივარი გამოწვეულია არასწორი კვებით, ხორცეული და ცომეული პროდუქრების ბოროტად გამოყენებით, რაციონში ბოსტნეულისა და ხილის გამოყენებით. მიირთვით მეტი სალათა ყოველდღიურად , რაც დაგეხმარებათ წიდებისაგან ორგანიზმის გაწმენდაში. გთავაზობთ სალათის მომზადების რამდენიმე რეცეპტს:

უმი გოგრის სალათა: დაჭერით ჩხირებად უმი გოგრა და ვაშლი. დუმატეთ ნიგოზი და თაფლი. შეინახეთ ერთი სთ -ით მაცივარში და შემდეგ მიირთვით.

ნივრიანი ჭარხლისა და შავქლიავის სალათა: გახეხეთ მოხარშული ჭარხალი და ახალი ვაშლები მსხვილ სახეხზე ( შეფარდება გემოვნებით ). დაუმატეთ ნიორი, შავქლიავი და შეკაზმეთ მაიონეზით.

კომბოსტოს სალათა ფორთოხლით: კომბოსტო წვრილად დაჭერით ( ისე როგორც ბორშჩს ამზადებენ ), ზემოდან მოავლეთ ლიმონის წვენი და გააჩერეთ 1 -2 სთ. შემდეგ დაუმატეთ ფორთოხლის რბილი ნაჭრები და გახეხილი ვაშლი, გააზავეთ მაიონეზით.

ყაბაყის სალათა: გახეხეთ მსხვილ სახეხზე გასუფთავებული ყაბაყი და ვაშლი, მჟავე კიტრი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. შეკაზმეთ მაიონეზით.

მოდით, ვიცხოვროთ ამ დევიზით : " არც ერთი დღე უსალათოდ! ".
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური