უგემრიელესი ომლეტის რულეტი

უგემრიელესი ომლეტის რულეტი
fpaparazzi-ის რედაქციამ საუზმისთვის ორიგინალური და მარტივად მოსამზადებელი ომლეტის რულეტი შეგირჩიათ. სცადეთ, ძალიან გემრიელია.

საჭირო მასალა:
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ რძე
  • წვრილად გახეხილი ყველი
  • წვრილად დაჭრილი სოსისი ან ძეხვი
  • მწვანილი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. კვერცხი და რძე კარგად ათქვიფეთ და დაასხით გახურებულ ტაფაზე.
2. ცეცხლს დაუწიეთ და რამდენიმე წუთით თავზე დააფარეთ
2. ზემოდან მოაყარეთ ყველი, ძეხვი, მწვანილი, 2წუთის შემდეგ, სპეციალური ასაღებით ომლეტი ამოაბრუნეთ და რამდენიმე წამით გააჩერეთ.
3. შემდეგ გადაახვიეთ და გემრიელად მიირთვით.