ნიკრისის ქარის ( პოდაგრის ) მკურნალობა სახლის პირობებში ეფექტური რეცეპტებით!

ნიკრისის ქარის ( პოდაგრის ) მკურნალობა სახლის პირობებში ეფექტური რეცეპტებით!
ნიკრისის ქარი ( პოდაგრა ) - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში შარდმჟავას ცვლის ( ნივთიერებათა ცვლის ) დარღვევით და ახასიათებს შარდმჟავა მარილების დალექვა ( ურატები ) სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში, უპირატესა სახსრებში, რაც იწვევს სამოძრაო აპარატის ფუნქციის პერიოდულ ან მყარ დარღვევას. ზოგიერთ შემთხვევაში მკვეთრად ვლინდება დაავადების მემკვიდრეობითი ხასიათი.
ნიკრისის ქარის განვითარებაში განსაზღვრულ როლს თამაშობს ისეთი ფაქტორები როგორიცაა ზედმეტის ჭამა, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადაჭარბებული მოხმარება, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, და აგრეთვე ნაკლებმოძრავი ცხოვრების წეს-ჩვეულება.

დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას: ნიკრისის ქარიანი არასოდეს არ უნდა იწვეს ან იჯდეს დიდხანს, ამით მისი დაავადება მხოლოდ გაუარესდება. განსაკუთრებით რეკომენდებულია ფეხით ხანგრძლივი სეირნობა.
ამასთან უნდა გაითვალისწინოთ ერთი სასარგებლო რჩევა: არ არის რეკომენდებული დაავადების მკურნალობა შეტევის დროს - მწვავე ტკივილმა უნდა გაიაროს.

ნიკრისის ქარის სამკურნალო ხალხური რეკომენდაციები შინაგანი ხმარებისათვის.
ტყის მარწყვი. ნიკრისის ქარის და რევმატიზმის მსუბუქი ფორმების დროს ყოველდღიურად მიირთვით ახალი მარწყვი 3-5 ჭიქა. დილას უზმოზე 2 ჭიქა ნახევარი სთ -ით ადრე ჭამამდე. სადილის შემდეგ - 1 ჭიქა და საღამოს ვახშმის შემდეგ 2 ჭიქა. არ მიირთვათ ხორცი, მჟავე, მარილიანი. დაავადება გაგივლით თვენახევრის შემდეგ.

იასამანი. იასამნის ყვავილები ჩაყარეთ ფხვიერად ნახევარლიტრიან ბოთლში ბოლომდე, დაასხით არაყი ან სპირტი, დააყენეთ 21 დღე - ღამე თბილ ადგილზე, გაწურეთ. მიიღეთ 30 - 30 წვეთი 3 -ჯერ დღეში ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 3 თვეა. ამ ნაყენითვე გაიკეთეთ დაზელვები და კომპრესები. გამოიყენეთ ნიკრისის ქარის, მარილების დაგროვების დროს.

ნიორი. ნივრის 2 მოზრდილი თავი დანაყეთ , დაასხით 250 მლ არაყი, დააყენეთ თბილ, ბნელ ადგილზე 2 კვირა, ყოველდღიურად აჯანჯღარეთ. მიიღეთ თითო ს/კ 100 მლ ცივ ანადუღარ წყალზე 3 -ჯერ დღეში, 15 წთ -ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 1 - 1,5 თვეა.

ნარევი
ავიღოთ 4 ლიმონი და 3 თავი ნიორი. ლიმონიდან გამოვიღოთ მარცვლები, ნიორი გავფცქვნათ. გავატაროთ ხორცსაკეპში; დავასხათ მთელ ამ მასას 7 ჭიქა მდუღარე წყალი, ავურიოთ, გავაჩეროთ დღე - ღამის განმავლობაში; გავწუროთ და ვსვათ 40 მლ ჭამის წინ, დღეში ერთხელ.

ნიკრისის ქარის სამკურნალო საშუალებები გარეგანი მოხმარებისთვის.
რჩევა
  • გაადნეთ ჭურჭელში ცეცხლზე ძროხის ახალი უმარილო კარაქი. როცა კარაქი იწყებს დამოდუღებას , მოხსენით მას ქაფი. დაუმატეთ კარაქს ამდენივე წმინდა ღვინის ( სამედიცინო ) სპირტი, აურიეთ. შემდეგ ცეცხლი მოუკიდეთ ამ ნარევს და დაელოდეთ სპირტის ამოწვას. დარჩენილი მასა შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში აუცილებლად მცხუნვარე ცეცხლთან ახლოს: ღუმელთან, ბუხართან, კოცონთან, ქურასთან.

  • ნიკრისის ქარის ანუ პოდაგრისგან გამოწვეულ ტკივილებს შველის - სამკურნალო გვირილა. დაავადებული ფეხების სამკურნალოდ ძალზე დაგეხმარებათ გვირილის ნახარშის აბაზანები. აიღეთ ერთი ჭიქა ყვავილები ( გამხმარი ან ახალი ) და დაასხით მათ 3 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცეცხლზე 20 წთ, შემდეგ ამდენივე წთ დააყენეთ, გადმოასხით ვედროში და ჩაყავით ფეხები. მაგრამ ნახარშს საჭიროა კიდევ დაუმატოთ ცხელი წყალი - აბაზანა უნდა იყოს თბილი. ფეხები გვირილებიან წყალში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი სთ, შემდეგ ამოიცვით შალის წინდები და დაწექით საწოლში.

  • ნიკრისის ქარის დაავადებისას შარდმჟავას მარილებს გამოდევნის ორგანიზმიდან - კიტრის წვენი. ამიტომ სვით ახალი კიტრის წვენი რეგულარულად და სასურველი შედეგიც არ დააგვიანებს.

  • წითელი მოცვის ერთი მუჭა ნაყოფი ფოთლებიანად და 2 ს/კ კრაზანას ბალახი დათუთქეთ 3 ჭიქა ანადუღარი წყლით, ადუღეთ 10 წთ. შესვით ეს ნახარში 3 მიღებაზე, თანაც მესამედ - აუცილებლად ძილის წინ. ნახარში გამოიყენეთ არანაკლებ 3 კვირისა, მაგრამ მისი მიღება შემდეგაც შეგიძლიათ . რაც ხშირად მოიხმართ ამ საშუალებას, მით იშვიათად გაგიმეორდებათ მტკივნეული შედეგები.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური