გაიმაგრეთ გულის კუნთი არაჩვეულებრივი სამკურნალო ჩაის დახმარებით!

გაიმაგრეთ გულის კუნთი არაჩვეულებრივი სამკურნალო ჩაის დახმარებით!
მსმენია, რომ შემოდგომა - ზამთრის პერიოდს გულით დაავადებულები ძნელად იტანენ. ამ პერიოდში მწვავდება გულის პათოლოგიები. ამიტომ ვცდილობ, მომზადებული შევხვდე ამ სეზონს - რამდენიმე წლის წინ გულის ინფარქტი გადავიტანე. როგორც კი ამინდის ცვლილება იწყება, თავს განსაკუთრებულად ვუწყობ ხელს: ნებისმიერ ამინდში ვსეირნობ დღეში ორი საათის განმავლობაში და ვსვამ საგულე ჩაის, რომელსაც სპეციალურად ვამზადებ:

მოსამზადებლად დაგვჭირდება:
  • 1 ჩ/კ ასკილი
  • 1 ჩ/კ ქაცვის ჩენჩო ( უწვნო )
  • 1/2 ჩ/კ კუნელის ნაყოფი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ჩ/კ ასკილის ნაყოფს შეურიეთ 1 ჩ/კ ქაცვის ჩენჩო ( უწვნო ), 1/2 ჩ/კ კუნელის ნაყოფი და დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 2 საათით და დაატკბეთ თაფლით გემოვნებით.
მიიღებთ მოყავისფრო - მოყვითალო ფერის ძალიან სასიამოვნო გემოსა და არომატის მქონე ნაყენს. გულის კუნთის გასამაგრებლად ჩაი ერთი თვე მაინც უნდა სვათ. კარგი იქნება, თუ ჩაის მთელი წლის განმავლობაში მიიღებთ ორი - სამი კვირის შუალედებით.
ქაცვი ახალი სჯობს, მაგრამ შაქართან ან თაფლთან შერეული მაცივარში შეგიძლიათ იქონიოთ. გამხმარი კუნელი და ასკილი კი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ექიმის კომენტარი:
ასკილი ვიტამინებით მდიდარი შარდმდენი საშუალებაა, ორგანიზმს განტვირთავს ჭარბი სითხისგან, ამარაგებს მას გულის კუნთისთვის მეტად სასარგებლო ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით.
ქაცვის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, B1, B2, B6, და P ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ეთერზეთებს. ქაცვის პრეპარატები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ათეროსკლეროზიან პაციენტთა მდგომარეობას, აწესრიგებს ლიპიდების შემცველობას სისხლში, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების ინტენსიურობას, აწესრიგებს სისხლის არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ელექტროკარდიოლოგრაფიულ მონაცემებს.
კუნელი ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. იგი ეფექტიანია გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევების, ჰიპერტონიული დაავადების, სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, კლიმაქსური ნევროზის დროს.
ასე რომ, მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტის ყველა კომპონენტი მართლაც ეფექტიანად ებრძვის გულ - სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების ამა თუ იმ გამოვლინებას. მათი კომბინირებული მიღება კი უკეთეს შედეგს მოგვცემს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი