ამ 2 ნატურალური ინგრედიენტის დახმარებით თქვენი თმა საოცარი ტემპით გაიზრდება!

ამ 2 ნატურალური ინგრედიენტის დახმარებით თქვენი თმა საოცარი ტემპით გაიზრდება!
გრძელთმიანმა ლამაზმანებმა ძალიან კარგად იციან, თუ რამდენად დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო გრძელი და ლამაზი თმის მოსაპოვებლად.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თმის ხარისხიანი ზრდისთვის საჭიროა არა მხოლოდ სპეციალური ნიღბების გაკეთება, არამედ სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი სტილი. იმ შემთხვევაში, თუ დახმარებისთვის სტილისტს მივმართავთ, ის სასურველი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენებას გვირჩევს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა...

თუ თქვენ აფასებთ ბუნებრივ სილამაზეს, გსურთ შეინარჩუნოთ თმის სიჯანსაღე და პარალელურად დააჩქაროთ მისი ზრდა, მიმართეთ ამ მარტივ საშუალებას დახმარებისთვის, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ.


ეს მარტივი და იაფი რეცეპტი არა მხოლოდ დაასწრაფებს თმის ზრდის პროცესს, არამედ გაამაგრებს და გააჯანსაღებს მას.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 5 ს.კ კონიაკი
  • შავი პური

მომზადება და გამოყენება:

1. შეათბეთ კონიაკი წყლის აბაზანაზე. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს, რომელთაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს თმაზე. გარდა ამისა, კონიაკი გამდიდრებულია მთრიმლავი ნივთიერებებით, რომლებიც ამაღლებს თავის კანის ტემპერატურას და აუმჯობესებს სისწლის მიმოქცევას.

2. დააქუცმაცეთ შავი პურის პატარა ნაჭერი და ჩაამატეთ კონიაკში, რომელიც წინასწარ წყლის აბაზანაზეა შემთბარი. შავი პური მოამარაგებს თქვენს თმას B ჯგუფის ვიტამინებით.


3. მას შემდეგ, რაც მიღებული ნარევი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, კარგად მოზილეთ პური კონიაკში და მიღებული მასა წაისვით თმის ძირებზე. გაიჩერეთ ეს ნიღაბი 25-45 წუთით. მეტი ეფექტურობისთვის დაიფარეთ საშხაპე ქუდი.


4. ამ დროის გასვლის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი თმიდან თბილი წყლით და შემდეგ შამპუნის გამოყენებით კარგად დაიბანეთ თავი. თმის გასაშრობად არ გამოიენოთ ფენი!

გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ და გასაოცარი შედეგები არ დააყოვნებს!