პასტა ქათმით, ბოსტნეულითა და ნაღების სოუსით

პასტა ქათმით, ბოსტნეულითა და ნაღების სოუსით
fpaparazzi პასტის მომზადების ორიგინალურ რეცეპტს გთავაზობთ. აუცილებლად სცადეთ.

საჭირო მასალა:[/b
  • პასტა- 500გ
  • ქათმის ფილე- 500გ
  • სტაფილო- 300გ
  • ბროკოლი-500გ
  • 1 ქილა დაკონსერვებული მუხუდოს მარცვალი
  • ნაღები- 450მლ
  • ყველი პარმეზანი-130გ
  • მცენარეული ზეთი- 30მლ
  • ნიორი-3 კბილი
  • ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • გამხმარი სუნელები (ორეგანო და ბაზილიკი)
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


[b]მომზადების წესი:

1. მოხარშეთ პასტა.
2. ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე, სტაფილო დაჭერით წვრილად, ბროკოლი დახლიჩეთ პატარა ნაწილებად, ნიორი დაჭყლიტეთ.
3. ქათმის ფილე დაამარინადეთ: მარილი, წიწაკა, სუნელები და ლიმონის წვენი ერთმანეთში აურიეთ და ჩააწყვეთ ფილეს ნაჭრები მიღებულ მარინადში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
4. მოამზადეთ ნაღების სოუსი: ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, თან გამუდმებით ურიეთ.შემდეგ დაუმატეთ პარმეზანი, ურიეთ მანამ, სანამ ყველი არ დადნება. ბოლოს დაუმატეთ ცოტა კარაქი.. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
5. ზეითუნის ზეთი გაახურეთ, დაუმატეთ ნიორი და ცოტა ხანს თუშეთ, შემდეგ კი დაუმატეთ ქათმის ფილე. გააჩერეთ ცეცხლზე დაახლოებით 5-7 წუთით, თან გამუდმებით ურიეთ. ეცადეთ ქათმის ფილე არ გამოშრეს.
6. ქათამს კი დაუმატეთ ბროკოლი, სტაფილო და მუხუდოს მარცვალი. ურიეთ დაახლოებით 2-3 წუთი და დაუმატეთ ნაღების სოუსი, კარგად მოურიეთ. მიღებული კერძი მოასხით პასტას და გემრიელად მიირთვით.