10 მოდური შეცდომა, რომელიც თავმოყვარე ქალისთვის დაუშვებელია

10 მოდური შეცდომა, რომელიც თავმოყვარე ქალისთვის დაუშვებელია
10 შეცდომა, რომელზეც თითოეულმა გოგონამ უნდა იცოდეს!


1. არაფერი ისე არ აფუჭებს მოხდენილ სიარულს მაღალ ქუსლებზე, როგორც ფეხსაცმლის ძირზე დაკრული ეტიკეტი.

2. სპორტული კოსტუმი - სახელწოდება თავადვე მეტყველებს, რომ ეს სპორტით დაკავების დროს ჩასაცმელი სამოსია და არა კლუბში ან თვითმფრინავსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

3. ქალის ჩანთა და სპორტული ქურთუკი - არ აქვს მნიშვნელობა, თუ ქურთული გაფორმებულია სტრაზებით ან რაიმე სხვა დეკორით. შეიძინეთ ლაბადა!

4. შეუფერებელი საცვლები - არასოდეს ჩაიცვათ შავი ბიუსტჰალტერი თეთრი პერანგის შიგნით. ეს უბრალოდ საშინელებაა!

5. ცისარტყელა. მკვეთრი ფერის პალტო, ქუდი,და თეთრი ჩექმა - დაუშვებელია!

6. უგები. სტრაზები და გრაფიტი ტალახიან ჩექმაზე არაესთეტიურად გამოიყურება.

7. მეიკ-აპი. საღამოს მაკიაჟი უგებთან და სპორტულ კოსტუმთან - ყველაზე საოცარი შერწყმაა.

8. საუბარი. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს გოგონა და როგორ კარგადაც არ უნდა ეცვას, მას უხეში საუბარი უფუჭებს იერსახეს.

9. გამართული ზურგი. შეგიძლია შეიძინო ლამაზი კაბა, გაიკეთო შესანიშნავი ვარცხნილობა, მაგრამ თუ ზურგში მოიხარე, ყველაფერი წყალში ჩაგეყრება.

10. ფეხსაცმლის გაცვეთილი ძირები. გგონიათ ვერავინ შენიშნავს ამას? ნებისმიერი ღირებულების ფეხსაცმელზე და მის ფლობელზე შეგეცვლება წარმოდგენა არააკურატული ძირების გამო.