მიიღეთ ეს ვიტამინები და გათავისუფლდით მუცლის შებერვისა და ზედმეტი ცხიმისაგან

მიიღეთ ეს ვიტამინები და გათავისუფლდით მუცლის შებერვისა და ზედმეტი ცხიმისაგან
თქვენ არც ორსულად ხართ და არც წონაში მოგიმატიათ, მაგრამ ჯინსებს ძლივს იკრავთ. გაინტერესებთ, რის გამო ხდება ეს?

ამ პრობლემის მოგვარება სულ რაღაც ერთ კვირაში შეიძლება:

  • ვიტამინი B1
    მას ტიამინსაც უწოდებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმში ნახშირწყლების დაშლისთვის. ეს ვიტამინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ანეიტრალებს შებერილობას და გაზებს.
    ვიტამინი B1 ასევე თრგუნავს შიმშილის გრძნობას.
    ვიტამინი B1-ს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: პარკოსნები, მარცვლოვანი კულტურები, ფოთლოვანი მწვანილი, საფუარი.

  • ვიტამინი B6
    პირველ რიგში, ეს ვიტამინი ორგანიზმში წყლის შეკავებას ებრძვის, ის ძალიან სასარგებლოა გულის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ორსულებისთვის.
    ამ ვიტამინის წყაროა:მარცვლოვანი კულტურები, ფრინველის ხორცი, თევზეული, პარკოსნები და ისპანახი.

  • ვიტამინი B12
    ვიტამინი B12-ის ნაკლებობა იწვევს უამრა სხვადასხვა ანთებას მუცლის ღრუში. ამ შემთხვევაში ირღვევა სასარგებლო ბაქტერიების ბალანსი ნაწლავებში, რაც მოუნელებლობამდე და შენელებულ მეტაბოლიზმამდე მიგვიყვანს.
    საკვებიდან ვიტამინი B12 შეგიძლიათ შემდეგი პროდუქტის მიღებით მიიღოთ: ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, ყველი, არაჟანი, კვერცხი, ფრინველის და საქონლის ხორცი.