5 რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის შეძენისას

თუ ფეხსაცმელს ყიდულობთ, სავარაუდოდ, რამდენიმე სეზონზე აპირებთ მის ჩაცმას. ამიტომ, ფეხსაცმლის შერჩევას ყურადღებით უნდა მიუდგეთ. იგი არამხოლოდ ხარისხიანი, არამედ, კომფორტულიც უნდა იყოს. გთავაზობთ 5 რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალური წყვილის შერჩევაში.

1. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფეხსაცმელი საღამოს უნდა შეიძინოთ. იმიტომ, რომ საღამოს ფეხები დაღლილობისგან შეშუპებულია და ზომაში იზრდება. შესაბამისად, ის ფეხსაცმელი, რომელიც დილით მოგერგოთ, საღამოს დისკომფორტს შეგიქმნით.

5 რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის შეძენისას

2. სხვადასხვა მწარმოებელს ზომის სხვადასხვა სტანდარტები აქვს. ეს ნიშნავს, რომ სანამ ფეხსაცმელს იყიდით, კარგად უნდა მოირგოთ და მითითებულ ზომას დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.

5 რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის შეძენისას

3. ცოტათი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ უამრავი რაოდენობის ადამიანს ერთი ტერფი მეორეზე ცოტათი დიდი აქვს. ამიტომ, სწორედ უფრო დიდ ტერფზე უნდა მოირგოთ ფეხსაცმელი და იმის შესაბამისად შეიძინოთ.

5 რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის შეძენისას

4. როდესაც ფეხსაცმელს ყიდულობ, უნდა წარმოიდგინო, თუ სად ჩაიცვამ მას. მაგალითად, რთულია, მთელი დღე მაღალ ქუსლებზე სიარული. თუ ორი წყვილის ყიდვას აპირებთ, ერთ-ერთი ე.წ. ტანკეტკა შეარიეთ, რომელშიც თავს მოხერხებულად იგრძნობთ მთელი დღის განმავლობაში.

5 რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის შეძენისას

5. გახსოვდეთ, რომ ფეხის ზომა შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ გაიზომეთ ყოველ 2 წელიწადში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ფეხსაცმლის შეძენას არა მაღაზიაში, არამედ ინტერნეტით აპირებთ.

5 რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის შეძენისას

კომენტარები