უბრალოდ ნახეთ რა ემართება კვერცხს, როდესაც ამ პროდუქტის რამდენიმე წვეთს ვამატებთ

უბრალოდ ნახეთ რა ემართება კვერცხს, როდესაც ამ პროდუქტის რამდენიმე წვეთს ვამატებთ
პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი, პატარა ბავშვებმაც კი იციან. რა შეიძლება იყოს იმაზე მარტივი, ვიდრე კვერცხის მოხარშვაა?

დროთა განმავლობაში ყველაზე გამოცდილი დიასახლისებიც კი აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს კვერცხის მოხარშვის დროს (მაგ: კვერცხის ნაჭუჭის დაბზარვა). ერთი შეხედვით ეს საგანგაშო არ არის, თუმცა ხარშვის პროცესში ნაჭუჭის დაბზარვის დროს ამ პროდუქტში წყლიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ბაქტერიები და მიკრობები შეიძლება მოხვდეს.

''Fpaparazzi''-ის რედაქციას მოეპოვება მეთოდი, რომლის დახმარებითაც თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ მსგავს პრობლემებს.

როგორ მოვხარშოთ კვერცხი სწორად

1. კარგად გარეცხეთ კვერცხი, მოაშორეთ მას ზედმეტი ჭუჭყი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე.


2. ჩაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი წყალში სანამ ის დუღილის ტემპერატურამდე მივა. ასე თქვენ დაზღვეულები იქნებით ნაჭუჭის დაბზარვისგან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე გაბზარული კვერცხის ხარშვას დაიწყებთ, თქვენ დაცულები იქნებით მასში ბაქტერიების მოხვედრისგან, რადგან ლიმონი ადეზინფიცირებს წყალს.



მზად არის!