ჭაღარა თმის მოვლის 3 ნიუანსი: ვიღებავთ სწორად!

ჭაღარა თმის მოვლის 3 ნიუანსი: ვიღებავთ სწორად!
სიჭაღარავე უკვე დიდი ხანია, სიბერის ნიშანს არ წარმოადგენს. სულ უფრო მეტი ქალი პოულობს ყოველდღიურად ახალ ჭაღარა თმას. განსაკუთრებით, ეს შეუღებავ თმაზეა შესამჩნევი. ჭაღარა თმის გამომწვევი მიზეზი უამრავი ფაქტორი შეიძლება გახდეს: სტრესი, დაბინძურებული გარემო, გენები... ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ დაღონდებით. სილამაზის თანამედროვე ინდუსტრია, შესანიშნავი საღებავები შექმნა, რომელიც თქვენს ვარცხნილობას გადაარჩენს. მაშ ასე...

ჭაღარის მიზეზი

ჭაღარის გაჩენა გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი 25 წლის ასაკში იწყებს გაჭაღარავებას, ზოგი კი - 50-წლისა. გარკვეულ როლს ამ პროცესში სტრესი, არასწორი კვება და დაბინძურებული გარემო ასრულებს. უამრავი ქალი, როდესაც პირველ ჭაღარას ამჩნევს, მის ამოპუტვას ცდილობს. ეს არასწორია. ამ გზით მელანინის გამომუშავება არ დაიწყება და ჭაღარა კიდევ უფრო გამრავლდება.

ჭაღარა თმის შეღებვა

როგორ შევღებოთ ჭაღარა? თუ მისგან გათავისუფლება გსურთ, იპოვეთ კარგი კოლორისტი. შინაურ პირობებში თმის შეღებვა არაეფექტურია, ამიტომ, ნუ გასწევთ სალონურ პროცედურებზე ეკონომიას და გამოიყენეთ პროფესიონალური პროდუქტები.

ყველაზე მარტივი საშუალებაა - შეიღებოთ თმა ნატურალურთან იდენტურ ფერში. შეგიძლიათ უამიაკო საღებავებიც გამოიყენოთ - თანამედროვე საღებავები საკმაოდ მყარ დერს იძლევა და ინარჩუნებს მას 4-5 კვირის განმავლობაში. ჭაღარა თმას ასევე უხდება მელირება ბლონდის ღია ფერების გამოყენებით (რა თქმა უნდა, არა 100%-იან ჭაღარა თმაზე). ასევე, კარგია ომბრე და შატუში.

კეთილშობილი ვერცხლისფერი ჭაღარა უმჯობესია დაიტოვოთ, როგორც არის. იგი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, თუკი ქალი არ ცდილობს, 20 წლის გოგონას დაემსგავსოს.

მოვლა


გახსოვდეთ, რომ ჭაღარა თმა საკმაოდ უხეშია. მის დასარბილებლად, გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, მაგალითად, ამინომჟავური, ზღვის წყალმცენარეებისა და მცენარეული ზეთების ნიღბები.