2016-2017 წლის ყველაზე მოდური ელფერების ტოპ-4



ინსტიტუტმა Pantone 2016-2017 წლების ყველაზე მოდური ფერები დაასახელა. დიზაინერები ამტკიცებენ, რომ ტანსაცმლის ფერთა გამა ბუნების კანონების მსგავსია, შემოდგომის დასაწყისში სიკაშკაშეს კარგავს, მაგრამ სიღრმეს იძენს. თითოეული გოგონა ინდივიდუალურია, ამიტომ, გტავაზობთ 4 ფერს თქვენი გემოვნების მიხედვით.

ქაშმირის ვარდი

2016-2017 წლის ყველაზე მოდური ელფერების ტოპ-4

ქაშმირის ვარდის ელფერი აქტუალობას არ კარგავს და 2016 წლის მოდური ფერების ტოპ-ის ლიდერობას განაგრძობს. ეს გახლავთ ნეიტრალური ნაცრისფერის ელფერი და ძალიან მოდურად გამოიყურება. მისიდ ახმარებით კაშკაშა იმიჯის შექმნა იოლი შესაძლებელია სხვა კონტრასტული ფერების შეხამებით.

ბისკაის ყურე

2016-2017 წლის ყველაზე მოდური ელფერების ტოპ-4

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მუქი ფირუზისფერის კეთილშობილი ელფერი იმეფებს. ეს ფერი ტროპიკულ სიმწვანესა და ზღვის ტალღისფერს ითავსებს, რაც იდეალურად გამოიყურება. რაც შეეხება ფერთა შეხამებას, ყველაზე უკეთ იგი ღია ყავისფერსა და ყვითელს შეეფერება.

შესანიშნავი მარსალა

2016-2017 წლის ყველაზე მოდური ელფერების ტოპ-4

ამ ღრმა ღვინისფერს თამამად შეიძლება შემოდგომა-ზამთრის სეზონის იდეალური ვარიანტი უწოდო. იგი 70-იანი წლებიდან მოდის და ადვილად პოულობს მოდის სამყაროში ადგილს დღემდე. მარსალა შესანიშნავია როგორც ტანსაცმლისთვის, ასევე აქსესუარებისთვის, მათ შორის:ჩანთები, თავსაბურავები და ფეხსაცმელი. მარსალა შეგიძლიათ შეუხამოთ ფერთა ცივ გამას და მუქ ლურჯს.

ყავა ყინულით

2016-2017 წლის ყველაზე მოდური ელფერების ტოპ-4

შემოდგომა-ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი გახლავთ ყინულიანი ყავის ელფერი. იგი შემოდგომის ბუნების ნამდვილი განსახიერებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფერი შესანიშნავად უხდება როგორც საქმიან სტილს, ასევე, ყოველდღიურ გარდერობს. გარდა ამისა, ის არაჩვეულებრივად შეეხამება მშვიდი ფერების ფართო პალიტრას.