უმკურნალეთ ყაბზობას მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დახმარებით.

უმკურნალეთ ყაბზობას მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დახმარებით.
ჩემთვის ცნობილია ყაბზობის სამკურნალო ხალხური რეცეპტი:

მომზადების და გამოყენების წესი:
ფაიფურის ან მინის ჭურჭელში სუფრის კოვზით ჩაყარეთ ქატო ( კოვზი კარგად გადავსებული უნდა იყოს), დაასხით ერთი ჩაის ჭიქა დასალევი წყალი და კოვზით კარგად მოურიეთ. დილით წყალი გადაღვარეთ , რაც გადაიღვრება. დარჩენილი ქატო კი ისე გადაანაწილეთ, რომ მიიღოთ დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით, ჭამამდე. ქატოს შეჭამთ და მერე მიაყოლებთ საჭმელს. ქატო უნდა იყოს სუფთა. ბაზარში რომ იყიდება ცხოველებისთვის, საკვებად არ მიიღოთ. უნდა მიხვიდეთ წისქვილში, სადაც ხორბლის დაფქვისას ფქვილი ხარისხდება და ქატო ცალკე გამოიყოფა. ქატო ამ წესით უნდა მიიღოთ რამდენიმე თვე. შემდეგ შეწყვიტეთ - მოსინჯეთ, იქნებ თავისთავად აღსდგეს კუჭის მოქმედება. თუ გაგიჭირდათ, ისევ გააგრძელეთ მიღება. მე თვითონ სამი წლის წინ ვიმკურნალე, ქატო მივიღე შვიდი თვის განმავლობაში. ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი:

ქატოს დღეს მედიცინაში ფართოდ იყენებენ კუჭ - ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად. იგი აწესრიგებს პერისტალტიკას. ასე რომ, მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაბზობის დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი