გაიცანით 4 წლის გოგონა, რომელიც 7 ენას პროფესიონალურ დონეზე ფლობს

გაიცანით 4 წლის გოგონა, რომელიც 7 ენას პროფესიონალურ დონეზე ფლობს
ბელა დევიატნიკა - 4 წლის გოგონა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. გოგონამ საკუთარი წარმოუდგენელი ნიჭით დარბაზში მსხდომი საზოგადოება სასიამოვნოდ განაცვიფრა.

4 წლის გოგონა მაღალ დონეზე ფლობს რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, ჩინურ და არაბულ ენებს. აღტაცებულმა მაყურებელმა ფენომენალური პატარასთვის აპლოდისმენტები არ დაიშურა.