უმკურნალეთ კოლიტს, მხოლოდ ერთი ხილის დახმარებით!

უმკურნალეთ კოლიტს, მხოლოდ ერთი ხილის დახმარებით!
დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კოლიტი. ნაცნობმა მასწავლა, რომ ნაწლავების ანთებისათვის უებარი ყოფილა კომშის თესლის ნახარში. მე ვიცოდი, რომ კომშის თესლი შველოდა ხველას და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მაინც მივიღე ნაცნობის რჩევა, მოვამზადე წამალი მისი რეცეპტის მიხედვით და მას შემდეგ კუჭ - ნაწლავს აღარ შევუწუხებივარ.
მომზადების და გამოყენების წესი:
სამი კომშის გულს ( კურკებიანად ) უნდა დაასხათ 2 ჭიქა ანადუღარი წყალი და ხარშოთ 5 -7 წთ. ნახარში მიიღეთ თბილ-თბილ , 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, 1 კვირის განმავლობაში.

გთხოვთ, ექიმმა აგვიხსნას, რატომ არის კომშის გული სასრგებლო ხველის დროსაც და ნაწლავების ანთების დროსაც?

ექიმის კომენტარი:
კომშის ნაყოფი ძალზე გემრიელია და ამათან, ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც სამკურნალო საშუალება. სამკურნალოდ გამოიყენება კომშის თესლი, რომელიც მდებარეობს ნაყოფის გულში - მის ბუდეებში ( თითო ბუდეში დაახლოებით 10 ცალი ) . თესლი ღეჭვის დროს გამოყოფს ბევრ ლორწოს. მისი კანი შეიცავს 20 %-მდე ციანოგენის გლიკოზიდს. ნაყოფის რბილობი და კანი კი მდიდარია K და C ვიტამინებით.
კომშის ნაყოფს აქვს შარდმდენი, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი და საფაღარათო მოქმედება, თესლს კი - გარდა ამ თვისებებისა, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ლორწოვანის შემომგარსველი ეფექტი, რის გამოც მას დიდი ხანია იყენებენ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა სამკურნალოდ. კომშის თესლიდან გამოყოფილი ლორწო ათხელებს ნახველს და ამიტომ იგი დადებით ეფექტს იძლევა ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს. იგივე ლორწო, რომელსაც კუჭ - ნაწლავის ლორწოვანის დამცავი თვისებები აქვს, წარმატებით გამოიყენება გასტროენტერიტების, სპაზმური კოლიტების და მეტეორიზმის დროს. კომშის ნაყოფი იხმარება მოხარშული და შემწვარი სახითაც, მისგან მზადდება მურაბა, მარმელადი.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი