თუ გასუქება გინდათ, დიახ არ მოგესმათ.

თუ გასუქება გინდათ, დიახ არ მოგესმათ.
დიახ, დიახ წარმოიდგინეთ, რომ არიან ასეთი ადამიანებიც. მართალია მათთან შედარებით ვისაც ჭარბი წონა აქვთ, ზედმეტად გამხდარი ქალების რაოდენობა ძალიან მცირეა, მაგრამ ასეთი პრობლემაც არსებობს.

წონის ნაკლებობა ნაწილობრივ შეიძლება განპირობებული იყოს მემკვიდრეობით, მაგრამ ყველა შემთხვევაში არ უნდა გამოვრიცხოთ რაციონალური კვების მნიშვნელობა. ასეთ დროს ადამიანის ორგანიზმი მეტნაკლებად საჭიროებს მიღებული ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნაკლებობას თან ერთვის, კვების რაციონში ცილების ნაკლებობაც.
ყოველივე ზემოთ თქმული კი აუცილებლად იმოქმედებს თქვენს გარეგნობაზე. თუ კანს სათანადო კვება აკლია, იგი ადრე დანაოჭდება, გამოშრება და გაუფერულდება.
ასეთ დროს ექიმები ხშირად მიუთითებენ " ცილოვან - კალორიულ " უკმარისობაზე. რაც შეეხება ვიტამინებსა და მინერალურ ელემენტებს, ორგანიზმი უზრუნველყოფილიც რომ იყოს მათი საკმარისი რაოდენობით, " ცილოვან - კალორიული " უკმარისობის პირობებში, მაინც შეიძლება ადგილი ჰქონდეს დარღვევას ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ცვლის პროცესში. ნივთიერებათა ცვლის სრულყოფილი პროცესის აღდგენისათვის, პირველ რიგში აუცილებელია გავზარდოთ მომხარებელი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა, ე.ი. მარტივად რომ ვთქვათ უფრო მეტი უნდა ვჭამოთ.

წონაში მომატება თუ გინდათ, მოისმინეთ რამდენიმე რჩევა:
უპირველეს ყოვლისა ყოველი ჭამის შემდეგ, როდესაც უკვე დანაყრებული ხართ, სანამ სუფრიდან ადგებით შეეცადეთ კიდევ ერთი - ორი ლუკმა მიირთვათ. ამ პროცედურას მიეცით სისტემატიური ხასიათი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არის გაფორმებული კერძები, როგორ არის გაწყობილი სუფრა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ლამაზად გაფორმებული კერძების დანახვა, ხშირად ახალდანაყრებულ ადამიანსაც აღუძრავს მადას. შეეცადეთ, რომ თქვენი კვების რაციონი რაც შეიძლება უფრო მრავალფეროვანი იყოს. ნურასოდეს საქმის კეთებისას ნუ შეჭამთ ერთ - ორ ლუკმას, შეიძლება მადა გაგიფუჭდეთ. აუცილებლად მშვიდად და აუჩქარებლად ისადილეთ, გულდასმით გაწყობილ სუფრასთან.

ხილეულობიდან უპირატესობა მიანიჭეთ ლეღვს, ყურძენს, მსხალს,ხურმას.

გადავწყვიტეთ, მოგცეთ კიდევ ერთი რჩევა. ჩვენი წინაპრები გასასუქებლად შემდეგ ხერხს მიმათავდნენ: 10 დღის განმავლობაში, ყოველ დილით უზმოზე, თითო ცერცვის მარცვალს ყლაპავდნენ.
თუკი ყველა ჩვენი რჩევისა და თქვენი მონდომების მიუხედავად წონაში მაინც არ იმატებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. რადგან შეიძლება წონის ასეთი არაბუნებრივი ნაკლებობა გამოწვეული იყოს რაიმე სერიოზული, ფარული დაავადებით.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...