კარტოფილი, არაჩვეულებრივი საშუალებაა ქუთუთოების მოსავლელად!

კარტოფილი, არაჩვეულებრივი საშუალებაა ქუთუთოების მოსავლელად!
ქუთუთოების კანი ძალიან თხელი და ნაზია, ადვილად იწელება. ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა სახის მიკრობების, ძლიერი განათების, ქარის, უძილობის მიმართ. კანის ამ ნაწილზე, ადრე ჩნდება ნაოჭები. ქუთუთოების ანთება შეიძლება გამოიწვიოს წამწამების საღებავმა, თუ ის დაბალი ხარისხისაა.

ზემოთ თქმულიდან ცხადია, რომ ქუთუთოების მოვლა, პირველ რიგში გულისხმობს ჰიგიენის ელემენტარული წესები დაცვას. თუ ქუთუთოები გიშუპდებათ ან უძილო ან უძილო ღამის შემდეგ, ქუთუთოების კანი მოშვებული და გამომშრალია, გაიკეთეთ კარტოფილის ნიღაბი. გაფცქვენით და კარგად გარეცხეთ საშუალო ზომის კარტოფილი , გახეხეთ, დაიდეთ ქუთუთოებზე სქელ ფენად, ზემოდან დაიფინეთ თბილი პირსახოცი.

ასევე ეფექტურია შემდეგნაირად დამზადებული ნიღაბიც.
მოხარშული კარტოფილი დასრისეთ, შეურიეთ პურის ფქვილი და რძე. მიღებული ფაფისებრი მასით გაიკეთეთ ნიღაბი.
სახის მასაჟის დროს მოერიდეთ ქუთუთოებზე კანის გაწელვას. კრემი წაისვით დარტყმითი მოძრაობებით. სახის კანისათვის განკუთვნილი ნიღაბის გაკეთების დროს, აიღეთ დოლბანდი, დაკეცეთ 4 - 5 ფენად, დაასველეთ გვირილას ან ჩაის ნაყენში და დაიფინეთ ქუთუთოებზე. 15 - 20 წუთის შემდეგ დოლბანდი მოიცილეთ და დაიფინეთ, რომელიმე მცენარეულ ზეთში დასველებული, ბამბის ტამპონები.

ქუთოთოების კანის გასამაგრებლად , ნაოჭების მოსაშორებლად, ძალიან კარგია სახის საერთო ვარჯიშების სისტემატიური კეთება. თუ ქუთუთოებზე კანი შეწითლებულია ე.ი. თუ ანთებითი პროცესი მიდის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ორთქლის აბაზანის მიღება, პარაფინის ნიღბის გაკეთება და კანის ასაქერცლი პროცედურის ჩატარება.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...