სამკურნალო ჩაი სისხლძარღვების გასაწმენდად: დღეში 3 ფინჯანი ეს სასმელი საოცარ შედეგს მოგცემთ

სამკურნალო ჩაი სისხლძარღვების გასაწმენდად: დღეში 3 ფინჯანი ეს სასმელი საოცარ შედეგს მოგცემთ
კარდამონს სრულიად დამსახურებულად მოიხსენიებენ სანელებლების მეფედ. აღმოსავლეთის სამზარეულოში ამ პროდუქტის დაფქულ თესლებს აბსოლიტურად ყველა კერძში ამატებენ, რაც არა მხოლოდ მისი გასაოცარი არომატით, არამედ სასარგებლო თვისებებითაა განპირობებული.

ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ ეს გასაოცარი სანელებელი სამკურნალო თვისებებს ფლობს. კარდამონი (ილი) გვეხმარება დეპრესსის დამარცხებაში, მსხვილი ნაწლავის კუნთების სპაზმების მოხსნაში, გულის რიტმის დარეგულირებაში და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. ამ პროდუქტის გასაოცარი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი ეთერზეთებით.

კარდამონი უბრალო ჩაის ძალზედ ეფექტურ საშუალებად აქცევს ათეროსკლეროზის წინააღმდეგ საბრძოლველად. სასმელი, რომლის დამზადებასაც დღეს გასწავლით, შეგიმცირებთ სისხლში ქოლესტერინის დონეს და გაწმენდს მას მავნე ნივთიერებებისგან, რომლებიც სისხლძარღვების კედლებზე ფენების სახით გროვდება.

ჩაი კარდამონით

ინგრედიენტები 1 დღის ულუფისთვის:
  • 1,5 ლ წყალი;
  • 3 ჩ.კ შავი ჩაი;
  • 3 ცალი კარდამონი;
  • 1 ჭიქა რძე (სურვილისამებრ).

1. გააუსფთავეთ 3 ცალი კარდამონი ქერქისგან, დაფქვით თესლები ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით. აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით შავი ჩაი და კარდამონის დაფქული თესლი.

2. სურვილისამებრ, ჩაამატეთ მიღებულ საშუალებაში რძე და მყისიერად გადმოდგით ცეცხლიდან. მიღებული ნარევს მიეცით 5-10 წუთი გასაგრილებლად.

როდესაც სასმელი ოდნავ გაგრილდება, შეგიძლიათ დაატკბოთ ის მცირეოდენი თაფლით. მიირთვით ეს სასმელი 200 მილილიტრის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. დარჩენილი სითხე გადაღვარეთ დღის ბოლოს.