როგორ მივანიჭოთ თმას საოცარი მოცულობა და სილამაზე? რეცეპტი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან

როგორ მივანიჭოთ თმას საოცარი მოცულობა და სილამაზე? რეცეპტი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან
ჯანჯაფილი - უნიკალური პროდუქტი, რომლისთვისაც უამრავი სასარგებლო თვისებაა დამახასიათებელი. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი გვეხმარება ორგანიზმის გაწმენდაში, მისი თავდაცვითი ძალების ამაღლებაში, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებაში და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, ჯანჯაფილი არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის ზრდის დასაჩქარებლად და მის აღსადგენად.

ინდოელი ქალბატონები საკუთარი თმის მოსავლელად უკვე მრავალი წელია იყენებენ სპეციალურ ნიღაბს, რომლის მთავარ კომპონენტსაც ჯანჯაფილი წარმოადგენს. დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ აღმოსავლეთის ქალბატონების თმის სილამაზისა და საოცარი მოცულობის საიდუმლოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.

ინგრედიენტები:
  • ჯანჯაფილის ფესვი - 3 სმ;
  • თაფლი - 1 ს.კ;
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ.

მომზადება:

1. გახეხეთ ჯანჯაფილი წვრილ სახეხზე.

2. თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ წურჭელში და ურიეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე.

მიღებული საშუალება წაისვით სუფთა და ტენიან თმაზე, გაიჩერეთ 40 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გასაოცარი შედეგები თვალსაჩინო იქნება. თქვენი თმა სიგრძეში რამდენიმე სანტიმეტრით გაიზრდება, შეიძენს საოცარ მოცულობასა და სილამაზეს, დაივიწყებთ ბოლოჭამიებსა და თმის ცვენას.