რბილი ნუგა ნუშით

რბილი ნუგა ნუშით
ტკბილეულის მოყვარულებს fpaparazzi ძალიან გემრიელი ნუგას მომზადებას გასწავლით

საჭირო მასალა:
  • თაფლი- 2/3 ჭიქა
  • კვერცხის ცილა- 2 ცალი
  • ნუში- 1 ჭიქა
  • კურაგა- 0,5 ჭიქა
  • ნახევარი ლიმონის ცედრა


მომზადების წესი:
1. ღრმა საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი
2. თაფლი ჩაასხით ჯამში და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
3. ამასობაში კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე, შემდეგ კი დაუმატეთ გამდნარ თაფლს და ხის ჯოხით ფრთხილად ურიეთ.
4. მასა კარამელის ფერი უნდა იყოს, თუმცა თუ მას გამუდმებით ურევთ დაახლოებით 45 წუტის განმავლობაში, ღია ფერის მასას მიიღებთ.
5. შემდეგ დაუმატეთ კურაგა და ცედრა. ისე, რომ მასა, კვლავ ორთქლის აბაზანაზე დატოვეთ. მორევა სულ უფრო გაგიჭირდებათ, რადგან მასა გასქელდება.
6. მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და დადგით მშრალ ადგილას რამდენიმე საათით. სასურველია, მთელი ღამით.
7. შემდეგ კი გაცხელებული დანის პირით დაჭერით და გემრიელად მიირთვით.
გემრიელად მიირთვით!