2 უმარტივესი რეცეპტი, რომლის დახმარებითაც თქვენი ტუჩები წარმოუდგენლად ლამაზი იქნება

2 უმარტივესი რეცეპტი, რომლის დახმარებითაც თქვენი ტუჩები წარმოუდგენლად ლამაზი იქნება
რბილი და გლუვი ტუჩები თავის მოვლის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. გთავაზობთ მარტივ რეცეპტებს ამ მიზნის მისაღწევად:

ქოქოსის ზეთი: შეგიძლიათ, ქოქოსის ზეთი გამოიყენოთ ტუჩის ბალზამად დღის განმავლობაში. დაიდეთ მცირე რაოდენობა და თითის წვერით თანაბრად გადაინაწილეთ ტუჩის მთელ ზედაპირზე. იგივე გაიმეორეთ ძილის წინ. დღის განმავლობაში დაიმატეთ ზეთი ტუჩებზე.

ქოქოსის ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ტუჩებს აჯანსაღებს და ატენიანებს. შედეგად რბილ და ვარდისფერ ტუჩებს მიიღებთ.

ლიმონისა და თაფლის შრატი ტუჩებისთვის:

ამ შრატის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 წილი ლიმონის წვენი
  • 1 წილი თაფლი
  • რბილი ქსოვილი
  • წყალი

ლიმონის წვენი და თაფლი ერთმანეთში კარგად აურიეთ.

კარგად დაფარეთ ტუჩები მიღებული შრატით და გაიჩერეთ ერთი საათით, შემდეგ კი მოიწმინდეთ წყალში დასველებული რბილი ქსოვილის ნაჭრით. ეს საშუალება მზით დამწვარ ტუჩებზე გამუქებული კანის მოშორებაშიც დაგეხმარებათ, მისი გაკეთება ყოველდღიურად შეგიძლიათ. ციტრუსის ექსტრაქტი მუქ ზედაპირს აცილებს, თაფლი კი ტუჩს კვებავს.

ეს შრატი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ ერთი კვირის განმავლობაში.