ვაშლის ორცხობილა დარიჩინით

ვაშლის ორცხობილა დარიჩინით
ამ უგემრიელესი ორცხობილებით შეგიძლიათ გააოცოთ ოჯახის წევრები და მეგობრები. fpaparazzi-იმ, ვაშლის ორცხობილების ყველაზე გემრიელი და სასარგებლო რეცეპტი შეგირჩიათ.

საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 2 ჭიქა
  • შაქარი ¼ ჭიქა
  • გამაფხვიერებელი- 2 ჩ.კ
  • დარიჩინი- 1 ჩ.კ
  • მუსკატის კაკალი- ¼ ჩ.კ
  • სოდა- ½ ჩ.კ
  • მარილი- ½ ჩ.კ
  • რძე ½ ჭიქა
  • ვაშლი- 2 ცალი


მომზადების წესი:
1. ყველაზე ზემოთჩამოთვლილი ინგრედიენტი, სუნელების გარდა, ჩაყარეთ ჯამში და დაუმატეთ კარაქი.
2. ვაშლი გათალეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. შემდეგ კი კარგად აურიეთ.
2. დაუმატეთ დარიჩინი და მუსკატის კარაქი. ბოლოს კი რძით გაათხელეთ სასურველ სისქემდე.
3. მიიღებთ ფაფუკ ცომს, რომელსაც ორცხობილების სასურველი ფორმა უნდა მისცეთ
4. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ მასზე ორცხობილები. მოაყარეთ შაქარი.
5. ღუმელი გაახურეთ 220 გრადუსზე. აცხვეთ ორცხობილები 15-20 წუთის განმავლობაში.
6. მზა ორცხობილებს ზემოდან მოაყარეთ შქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით.