პირწავარდნილი ალქაჯები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: ტოპ-3!

პირწავარდნილი ალქაჯები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: ტოპ-3!
რა თქმა უნდა, ამაში იუმორის გარკვეული ნაწილი არის, ხომ არსებობენ როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ალქაჯებიც? თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ ნიშნების ქვეშ დაბადებულ ქალებს გააჩნიათ ჯადოქრული ნიჭი - ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე გაცილებით დიდი!

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ყველა ქალი ცოტათი ალქაჯია, მაგრამ ამ სამ ნიშანს ვარსკვლავებმა განსაკუთრებული ნიჭი უბოძეს. და ეს ”საყვარელი” ქალები ამით სიამოვნებით სარგებლობენ.

მე-3 ადგილი - ლომი


ლომები ალქაჯი-დედოფლები არიან. ხანდახან საკმარისია მხოლოდ ერთი მზერა და ადამიანები მუხლებზე ეცემიან და მათ ნებისმიერ სურვილს ასრულებენ. როგორც ნებისმიერი დედოფალი, ლომი სიბრაზის დროს საშიშია. გირჩევთ, არ აწყენინოთ მას, თორემ შავი დღე დაგადგებათ. ნაწყენი ჯადოქარი უამრავ ბოროტებას სჩადის, მაგრამ როცა ის კარგ ხასიათზეა, მთებს გადააბრუნებს.
მოკლედ, გაუფრთხილდით ლომის ნერვულ სისტემას და ის უანგარო ერთგულებით გიპასუხებთ.

მე-2 ადგილი - მორიელი


მორიელები არასოდეს მალავენ თავიანთ ჯადოქრულ შესაძლებლობებს. მათთვის საკმარისია, უბრალოდ ერთი მზერა სტყორცნონ თავიანთი ვნების ობიექტს და.. მორჩა! ის სამუდამოდ ხაფანგში ებმევა. ამასთან, მორიელისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ემოსოს ვულგარულად, ან გამომწვევი მაკიაჟი ჰქონდეს. როგორ ახერხებს ამას? ჩვეულებრივი მაგიაა!

ხშირად, მორიელი თავის მაგიურ ნიჭს გაუაზრებლად იყენებს, ამიტომ, ნუ იეჭვიანებთ მის თავბრუდახვეულ თაყვანისმცემლებზე. უმჯობესია, იმაზე იზრუნოთ, რომ თავად არ აეჭვიანოთ. თუ მორიელი იეჭვიანებს, ყველაზე საშჳნელ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდება!

1-ლი ადგილი - მერწყული

ქალბატონ-მერწყულებს ჯადოქრობაში დამსახურებული პირველი ადგილი უკავიათ. ისინი პრაქტიკაზე იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს, მაგრამ ხშირად წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რა ნიჭს ფლობენ. თუ მას უდაბნოში უცებ კალამი და ფურცელი დასჭირდა, ის მის ხელთ აღმოჩნდება. მერწყულს შეუძლია ყველაზე ღრმა დეპრესიიდან გამოგიყვანოთ. თუ მასზე დაქორწინდებით, ვერც კი შეამჩნევთ, ისე შეიძლება გახდეთ მილიონერი. აი ეს არის პრაქტიკული მაგიის ძალა!
თავად მერწყულები ასეთ დამთვევებს ყველაფერს უკავშირებენ, გარდა ჯადოქრობისა. ხანდახან ეს მათთვის საშიშიცაა, თუ ეს ძალა გამოსავალს ვერ პოულობს... დაეხმარეთ მერწყულს, ირწმუნოს საკუთარი ძალები და ნიჭის რეალიზება მოახდინოს!