სწრაფი ეფექტი: 2 საუკეთესო ნიღაბი მტვრევადი თმის აღსადგენად

სწრაფი ეფექტი: 2 საუკეთესო ნიღაბი მტვრევადი თმის აღსადგენად
ზამთრის პერიოდში თმა ჰაერის კომფორტულ ტემპერატურას და მოვლას საჭიროებს. მაგრამ უამრავი ლამაზმანი თმას ქუდების ქვეშ მალავს, რის გამოც იგი მტვრევადი ხდება. როგორ აღვადგინოთ უწინდებური სიჯანსაღე და სილამაზე? ცაიკითხეთ ჩვენი სტატია და გაეცანით გამოცდილ ხალხურ საშუალებებს - თმის ნიღბების ნატურალურ რეცეპტებს, როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი თმისთვის.

ზეთის ნიღაბი მშრალი თმისთვის
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 5 ს.კ. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი პირდაპირ ბოთლშივე შეათბეთ თბილი წყლით, უფრო თხელი რომ გახდეს. შემდეგ შეურიეთ ზეითუნის ზეთი კერამიკულ ან მინის ქილაში. გააცხელეთ წყლის აბაზანაზე, ურიეთ და თითით შეამოწმეთ ტემპერატურა. ზეთი უნდა გაცხელდეს, მაგრამ არ უნდა დაგწვათ. არ აცადოთ გაცივება და წაისვით მთელ სიგრძეზე, შეიხვიეთ ჯერ პოლიეთილენის პარკით, შემდეგ კი პირსახოცით. გაიჩერეთ ეს ეფექტური ნიღაბი რამდენ ხანს გრურთ, მაგრამ არანაკლებ 20 წუთისა. შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი შამპუნით. თმა დატენიანდება და ელასტიური გახდება.

ვაშლის ძმრის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის

  • 2 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • ½ ჭიქა გვირილის ნახარში
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

დაიბანეთ და გაიმშრალეთ თმა. მოურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაისვით მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 3-5 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღბის შემდეგ თმა ფაფუკი გახდება და დიდ ხანს შეინარჩუნებს მბზინვარებას.