გრიპთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება!

გრიპთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო  საშუალება!
თუ თქვენ შეიგრძენით ძლიერი გაცივების პირველი ნიშნები, დაუყოვნებლივ გაიწმინდეთ ოყნის ან რაიმე სასაქმებლის საშალებით კუჭი და ნაწლავები, არაფერი შეჭამოთ და მხოლოდ სვით, თანაც ბევრი - ცაცხვის ჩაი ჟოლოთი, თაფლით; უბრალოდ ცხელი წყალი თაფლით,მოცხარით და ჟოლოთი, წვენები. ფეხებზე ჩაიცვით შალის წინდები, მასში ჩაყრილი მდოგვის ფხვნილით. ზურგი და მკერდი შეიფუთნეთ შალის ნაჭრით, რომელიც დასველებული იქნება ძმრის, მზესუმზირის ზეთისა და ქაფურის ნარევში.

თუ ხერხემალში გტეხავთ, მძიმედ სუნთქავთ, გაიკეთეთ კომპრესი კისრის უკანა მხარეს ახალგახეხილი პირშუშხით. რამდენიმე დღე იწექით საწოლში, შეეცადეთ თითქმის არაფერი ჭამოთ და მხოლოდ სვათ. ავადმყოფობა სასწრაფოდ მოგეხსნებათ, თანაც ყოველგვარი გართულებების გარეშე.

გრიპის ეპიდემიის დროს, პროფილაქტიკის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივრის ნაყენი: 2 - 3 კბილი ნიორი დაჭერით წვრილად, დაასხით 30 - 50 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 -2 სთ და გაწურეთ. მიღბული სითხის 2 -3 წვეთი ცხვირის ორივე ღრუში ჩაიწვეთეთ 1 -2-ჯერ დღეში. ორი დღის შემდეგ ნაყენი განაახლეთ. თუ თავი ვერ დაიცავით და მაინც გახდით ავად, ამ შემთხვევაში წვრილად გახეხეთ ნიორი და ჩაისუნთქეთ მისი სურნელი 10 - 15 წთ -ის განმავლობაში დღეში 2-ჯერ.

გრიპის საწინააღმდეგო ჩაი: ერთმანეთში აურიეთ ტირიფის ფესვის, გვირილისა და ცაცხვის ყვავილების, ასკილის ნაყოფის თანაბარი რაოდენობა. 1 ჩ/კ აღნიშნულ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წთ, ნაყენი გაწურეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.

უეცრად გრიპი თუ შეგეყრებათ :
2 ჩ/კ შავი მოცხარის გამშრალ და დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. თბილად შეფუთეთ 3 -4 სთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 4 - 5-ჯერ დღეში.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია