სახსრების დაავადების მკურნალობა შესანიშნავი ხალხური რეცეპტებით ( მათ შორის ხელის თითების ).

სახსრების დაავადების მკურნალობა შესანიშნავი ხალხური რეცეპტებით ( მათ შორის ხელის  თითების ).
ჩვენი რედაქცია მოგაწვდით შესანიშნავ რეცეპტებს სახსრების დაავადების სამკურნალოდ:

  • ძალზე სასარგებლოა ყოველდღიური მარილიანი ან სოდიანი მცირე აბაზანების გაკეთება, ყველაზე უკეთესია ძილის წინ. ჩაასხით პატარა მომინანქრებულ ტაშტში 3 -4 ლ ცხელი წყალი, დაუმატეთ 1 ს/კ ზღვის ან სუფრის მარილი და გააჩერეთ ხელები მარილიან ხსნარში 30 წთ. მაგრამ უკეთესია, თუ თქვენ ასე შეუნაცვლებთ: 2 დღეს გაიკეთებთ მარილიან აბაზანებს, 2 დღეს - სოდიანს.

  • თერმოსში ჩაყარეთ დაქუცმაცებული ორ - ორი ს/კ არყის , ასკილის ფოთლები და ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი, დაასხით მათ 1 ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი და დააყენეთ ღამით. ხოლო დილით ნაყენი გაწურეთ , დაუმატეთ მას 2 ჩ/კ მარილი და გულმოდგინეთ მოურიეთ. თუ თქვენ სახლში გაქვთ შალის შარფი, ნაქსოვი ცხვრის მატყლის ძაფისგან ან ძველი ცხვრის ქურქი, მოაჭერით მას მცირე ნაჭერი, დააველეთ ის ნახარშში და გაუწურავად გააშრეთ. შემდეგ მიიდეთ მშრალი ქსოვილი ხელისგულის ზურგზე და შეიხვიეთ. ნახვევი ატარეთ, ვიდრე ტკივილი არ გაგივლით.

    სახსრების დაავადებას კალანჰოე და ცარციც შველის

  • კალანჰოეს ყვავილები გაატარეთ ხორცსაკეპში და 0,5 ლ მიღებულ მასას დაასხით 1 ლ არაყი, დააყენეთ 3 -5 დღე. ამის შემდეგ შეიზილეთ მტკივნეულ სახსრებში. პროპორცია შეგიძლიათ შეცვალოთ.

  • არის კიდევ ასეთი რეცეპტი: ცარცი გახეხეთ სახეხზე, შეურიეთ კეფირში ერთგავროვანი მასის მიღებამდე ( ცარცისა და კეფირის რაოდენობა ნებისმიერია; საჭიროა მხოლოდ, რომ ნარევმა მიიღოს სქელი არაჟნის კონსისტენცია და არ იღვრებოდეს. )
    ეს მასა დააფინეთ ცელოფანზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე კომორესის სახით, ხოლო ზემოდან შემოახვიეთ თბილი თავსაფარი ან შარფი.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური