ორცხობილა მიწის თხილითა და თაფლით

ორცხობილა მიწის თხილითა და თაფლით
fpaparazzi ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი ორცხობილას რეცეპტს გთავაზობთ. ორცხობილასთვის შტრუდელის ცომი გამოგადგებათ. მიწის თხილის ჩანაცვლება ნებისმიერი სახეობის ჩირითაა შესაძლებელი.

საჭირო მასალა:
  • ნახევრადფაბრიკატი ცომი შტრუდელისთვის- 200გ
  • მიწის თხილი- 100გ
  • თაფლი- 50გ
  • კვერცხი- 1ცალი

მომზადების წესი:
1. მიწის თხილი მოხალეთ ტაფაზე შემდეგ კი მსხვილად დააბლენდერეთ ან დაჭერით
2. დაჭრილი მიწის თხილი აურიეთ თაფლში. ნამცხვრის შიგთავსი მზადაა.
3. ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ გულსართი, დაახვიეთ რულეტივით და დაჭერით
4. საცხობი ფორმა კარგად გაახურეთ. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დადეთ მასზე დაჭრილი რულეტი.
5. ზემოდან წაუსვით გათქვფილი კვერცხი.
6. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის გნმავლობაში.
გემრიელად მიირთვით