ცეცხლი, მიწა, ჰაერი თუ წყალი? აი რომელ სტიქიას მიეკუთვნებით და რითი გამოირჩევით თქვენ

ცეცხლი, მიწა, ჰაერი თუ წყალი? აი რომელ სტიქიას მიეკუთვნებით და რითი გამოირჩევით თქვენ
ჰირომანტიას უამრავი რამის მოთხრობა შეუძლია ადამიანისა და მისი ქვეცნობიერის შესახებ. ხაზები, რომლებიც ჩვენს ხელის გულებს კვეთს, ფორმირდება ჯერ კიდევ დედის მუცელში და უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის. ჰირომანტია - მოძღვრება, რომლის დახმარებითაც ამ ხაზების წაკითხვა და გაშიფვრა, ადამიანის ხასიათის ამოცნობა და მისი მომავლის დანახვაა შესაძლებელი. ადამიანის ხასიათისა და მისი ქვეცნობიერის ამოცნობა მარტივადაა შესაძლებელია არა მხოლოდ ამ ხაზების წაკითხვით, არამედ ხელის გულებისა და თითების ფორმაზე დაკვირვებით. აღმოაჩინეთ საკუთარი ტიპი და შეიტყვეთ უამრავი რამ თქვენი ქვეცნობიერის შესახებ.

1. ცეცხლი

ადამიანები, რომელთაც ფართო ხელის გულები და მოკლე თითები აქვთ, მიეკუთვნებიან ცეცხლის სტიქიას. ეს ადამიანები ფეთქებადები, პირდაპირები და შეუპოვრები არიან. მათ ძალიან კარგად იციან, თუ რისი გაკეთება და მიღწევა სურთ ამ ცხოვრებაში. ამ ადამიანებს თითოეული წამოწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე მიჰყავთ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს. ისინი ნამდვილი ლიდერები არიან და მათი ვნება კოლეგებისთვის უდიდესი მოტივატორია. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ სპორტი, სოციალური აქტივობა, არიან კომუნიკაბელურები და არაჩვეულებრივი თანამოსაუბრეები.



2. მიწა

მიწის სტიქიის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელია მოკლე თითები და კვადრატული ხელის გულები. ეს ადამიანები გამოირჩევიან დიდი სიფრთხილით, ეკიდებიან თითოეულ საქმეს პასუხისმგებლობით, არიან შეუპოვრები და ყველაფერზე მიდიან მიზნის მისაღწევად. მიწის სტიქიის წარმომადგენლები ძალზედ გაწონასწორებული ადამიანები არიან, რომლებიც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულესა და დაბრკოლებას დიდი მოთმინებით უდგებიან.



3. ჰაერი

ადამიანები, რომელთა ხელის გულებისა და თითების სიგრძე ერთმანეთს უტოლდება, ჰაერის სტიქიას მიეკუთვნებიან. ხშირ შემთხვევაში ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები კომუნიკაბელურები, მაღალი ინტელექტით გამორჩეული ადამიანები არიან. ისინი საკუთარ პროფესიას ყოველთვის საკუთარი ტემპერამენტის მიხედვით ირჩევენ. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები, საკუთარი მაღალი გონებრივი შესაძლებლობების გამო, კონცენტრირებულები არიან საკუთარ ინტერესებზე, რაც მათ ბრბოსგან გამოარჩევს. დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი ვერასდროს გაუგებს და შეეგუება ასეთ ადამიანს.


4. წყალი

წყლის სტიქიის წარმომადგენელი ადამიანებისთვის დამახასიათებელია საშუალო ზომის ხელის გულები და ძალიან გრძელი თითები. ამ ტიპის ადამიანები ძალზედ მგრძნობიარეები არიან, რის გამოც ისინი საუკეთესო პარტნიორებად ითვლებიან. წყლის სტიქიის წარმომადგენლები რომანტიკით, შემოქმედებითობის ნიჭითა და წარმოსახვის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩევიან. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები საკუთარ თავს მუსიკალურ ინდუსტრიაში ხედავენ. როგორც წესი, ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ სხვა ადამიანების დახმარება და მათზე ზრუნვა.



აუცილებლად დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.