სამეფო ტორტი შედედებული რძით

სამეფო ტორტი შედედებული რძით
fpaparazzi რედაქცია უგემრიელესი ტორტის რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება.

საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 500-550გ
  • შაქარი-200გ
  • კვერცხი-2ცალი
  • თაფლი- 100გ
  • კარაქი- 300გ
  • სოდა- 2ჩ.კ
  • მოხარშული შედედებული რძე- 400გ

მომზადების წესი:
1. კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ. 100გ კარაი აურიეთ თაფლში და დაადნეთ.
2. დაუმატეთ სოდა და ხარშეთ, სანამ ყავისფერი არ გახდება. გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ კვერცხიანი მასა.
3. დაუმატეთ ფქვილი.
4. მოზილეთ ცომი.
5. ცომი გაყავით 6 ნაწილად. თითოეული მათგანისგან ცომი გააკეთეთ და თხლად გააბრტყელეთ.
6. აცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3-4 წუთი
7. მას შემდეგ რაც ყველა ფენა გამოცხვება,შეულამაზეთ გვერდები
8. მოხარშული შედედებული რძე აურიეთ 200 გ კარაქში სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეგიძლიათ დააბლენდეროთ კიდეც.
9. კრემი წაუსვით ფენებს შორის
10.ზემოდან მორთეთ მხოლოდ კრემით ან შოკოლადის სოუსით.

გემრიელად მიირთვით.