4 ქალური ლაიფჰაკი: როგორ გავუხანგრძლივოთ კოლჰოტებს სიცოცხლე

4 ქალური ლაიფჰაკი: როგორ გავუხანგრძლივოთ კოლჰოტებს სიცოცხლე
ხშირად გეხევათ კოლჰოტები და არ იცით, რა მოიმოქმედოთ? არსებობს ამ პრობლემის გადაწყვეტის 4 გზა - პატარა ხრიკები, რომლებიც დიდ ხანს შეუნარჩუნებენ სიცოცხლეს კოლჰოტებს და დაგიზოგავთ თანხებს.

ხრიკი #1 - გაყინვა
საოცარია, მაგრამ სწორედ სიცივეს შეუძლია, კაპრონი უფრო მყარი გახადოს. მოათავსეთ კოლჰოტები საყინულეში 6 საათით, ამ გზით ისინი მეტ ხანს გაგიძლებენ.

ხრიკი #2 - კოლჰოტების მკაცრად ზომის მიხედვით შერჩევა
უამრავი ქალი მხდარად ფიქრობს, რომ თუ კოლჰოტები კარგად იწელება, უმჯობესია, ერთი ზომით პატარა შეარჩიონ. თუნდაც კოლჰოტებში ელასტინის ოპტიმალური შემცველობა იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასაშვებზე მეტად უნდა გაიწელოს - შედეგად, ისინი მალე იხევა.

ხრიკი #3 - თმის ლაქი

კოლჰოტების შეძენისთანავე დაამუშავეთ იგი თმის ლაქით, რათა მათ დიდ ხანს გაგიძლოთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ლაქი გაშრება და შეუმჩნეველი გახდება. მნიშვნელოვანია: გამოიყენეთ ლაქის მინიმალური ოდენობა და დისტანციურად მოაფრქვიეთ.

ხრიკი #4 - გარეცხვა

თუ გსურთ, რომ კოლჰოტებმა დიდხანს გაგიძლოთ, გარეცხეთ ყოველი ტარების შემდეგ. მნიშვნელოვანია სარეცხის საპნის და არა ფხვნილის გამოყენება. რეცხვის ოპტიმალური ტემპერატურა გახლავთ 30-40 გრადუსი.