გაიგე, როგორი ფორმის სახე გაქვს

გაიგე, როგორი ფორმის სახე გაქვს
სახის იდეალური ფორმა არ არსებობს. ადრე იდეალურად ოვალური ფორმის სახეს თვლიდნენ, რადგან უფრო სიმეტრიულია, მაგრამ თანამედროვე მაკიაჟის ხელოვნება გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერი ფორმის სახეს მივანიჭოთ სიმეტრიულობა და თვალისთვის სასიამოვნო გავხადოთ. სილამაზე კი ყოველ ჩვენგანშია, ამიტომ მოდით გადავხედოთ სახის ძირითად ფორმებს:

  • ოვალური სახე
    ოვალური ფორმის სახე თანაბარია როგორც სიგრძეში, ასე სიგანეში, ოდნავ განიერია ღაწვების მიდამოებში. ასეთი ტიპის სახეს მაინცდამაინც არ სჭირდება ე.წ. კონტურინგი (სახის ფორმის ვიზუალურად შეცვლა სპეციალური მუქი ჩრდილების გამოყენებით), მაგრამ ძალიან საფრთხილოა მასზე რუჟის წასმა. ღაწვებთან წასმულმა რუჟმა შეიძლება სახე ვიზუალურად დაამრგვალოს. ამიტომ რუჟის წასმა უნდა მოხდეს საფეთქლიდან ყვრიმალის ძვლის გასწვრივ.

  • ოთხკუთხედი სახე
    ასეთი ფორმის სახე მკვეთრად კუთხოვანია, მოდელების უმეტესობას სწორედ ამგვარი ფორმის სახე აქვთ. მას ახასიათებს ოთხკუთხედი მოყვანილობის ნიკაპი, ასევე კუთხოვანი შუბლი. ამგვარი ფორმების შესარბილებლად შეიძლება კონტურინგის გამოყენება საფეთქლიდან ყვრიმალებამდე და ვიდრე ნიკაპის კუთხემდე. ამგვარად სახე შედარებით მრგვალდება და ნაკვთებიც რბილდება.

  • გულის ფორმის სახე
    გულის ფორმის სახე ყვრიმალებთან ფართოა და ნიკაპთან ვიწროვდება. ამგვარი სახის დამუშავება ადვილია, საჭიროა მხოლოდ კონტურინგი ყვრიმალებსა და საფეთქლებზე, რაღა ფართო ზედა მხარე ვიწრო ნიკაპის სიმეტრიული იყოს.

  • მრგვალი სახე
    მრგვალი სახე ხასიათდება ფართო შუბლითა და ლოყებსქვედა ზონით. ამგვარი ფორმის სახე ძირითადად სიმეტრიულია, თუმცა იმისთვის, რომ ვიზუალურად ოდნავ დავაგრძელოთ, წაისვით კონტური ყვრიმალის ძვლების გასწვრივ და ბრონზერი (მბრწყინავი რუჟი) ყვრიმალებზე. ამგვარად თქვენ სახის ერთგვარ „ჩარჩოს“ შექმნით.

  • გრძელი ან მოგრძო სახე
    ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ამოსაცნობი ფორმა გრძელი/მოგრძო ფორმის სახე გახლავთ. ამგვარი სახის დამუშვებისას კონტურინგი ძირითადად გამოიყენება შუბლსა და ნიკაპზე, რათა სახის ორივე დაბოლოება შერბილდეს, სახე ვიზუალურად დამრგვალდეს და სიმეტრიული გახდეს.

  • მსხლის ფორმის ან სამკუთხედი სახე

    მსხლის ფორმის სახეს ახასიათებს ვიწრო შუბლი და ყბის ფართო ზონა. ყვრიმალების მიდამოებში კონტურინგის საშუალებით ხდება სახის ქვედა ნაწილის ვიზუალურად დავიწროება, თვალების გამოკვეთა და ამგვარად აქცენტი სწორედ თვალებზე გადადის.