კრაზანა უამრავ დაავადებას კურნავს! ამბობდნენ ძველად მკურნალები.

კრაზანა უამრავ დაავადებას კურნავს! ამბობდნენ ძველად  მკურნალები.
" როგორც ფქვილის გარეშე არ შეიძლება პურის გამოცხობა, ასევე კრაზანას გარეშე არ შეიძლება მრავალი ავადმყოფობის მკურნალობა " - ამბობდნენ ძველად მკურნალები.

  • კრაზანას ფშავში ჩაის ყვავილს ეძახიან, ხევსურეთში - უჟმურის ყვავილს, ქვემო იმერეთში - კერჟანას, გურიაში - ცოცხობეს.
    კრაზანა იზრდება ტყის პირებში, მშრალ მდელოებში, ბუჩქნარს შორის და მთის მშრალ კალთებზე, გვხვდება როგორც სარეველა გზის პირებსა და მინდვრის ნაპირებში. იგი იშვიათად ქმნის ხშირ ბარდებს.
    კრაზანას აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან კენწეროდან 10 - 20 სმ-ის სიგრძის ნაწილს, აშრობენ მშრალ ადგილას. შრობის შემდეგ ხშირად ყვავილებს და ფოთლებს აცილებენ უხეშ ღეროებს.

  • კრაზანა შეიცავს ფლავონოიდებს ( გიპეროზიდი, კვერცეტინი, იზოკვერცეტინი, რუტინი და სხვა ), 5 -6 % ანტოციანებს, 10 - 12 % სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს 0,2 - 0,3 % ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, ვიტამინ P და PP, 17 % ფისისებრ ნივთიერებებს, საპონინებს, ნიკოტინის მჟავას, ალკალოიდების კვალს და სხვა.

  • კრაზანას ნაყენს იყენებენ როგორც გამოსავლებ საშუალებას გინგივიტების და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო საფენების სახით ჭრილობების მოსაშუშებლად. აგრეთვე პირის ღრუში ცუდი სუნის შემთხვევაში.

  • კრაზანას ხმარობენ ნაღვლსადენი გზებისა და ნაღველის ბუშტის დისკინეზიის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტების, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტების, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადების, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალური დაავადებების, ჩირქის, წყლულების, კანზე გამონაყარის და სხვა დაავადებების დროს და სისხლის დენის შესაჩერებლად.

კრაზანას სამკურნალო მიზნით ძირითადად ნაკრების სახით იყენებენ.
კრაზანას მისაღებად აიღეთ 10 გ ( 1,5 სუფრის კოვზი ) ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ( 1 ჩაის ჭიქა ) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური, ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის ( 200 მლ ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე - ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3 - ჯერ ქალის სასქესო ორგანოების ანთების, შარდის ბუშტის, თირკმლებისა და შარდსადენი გზების დაავადების დროს.