სოკოს ფეხებზე მარტივი რეცეპტით უმკურნალებთ!

სოკოს ფეხებზე მარტივი რეცეპტით უმკურნალებთ!
FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ სოკოს სამკურნალო არაჩვეულებრივ ხალხური მედიცინის რეცეპტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

სოკოვანი დაავადება ფეხის ფრჩხილებზე. სოკოს უმკურნალებთ ასეთი რეცეპტით - უნდა მოამზადოთ ნახარში რძიანასგან: ნახევარ ჭიქა გამხმარ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ადუღბული წყალი, გააჩერეთ წყლის აბაზანაში ნახევარი სთ, გააცივეთ, გაწურეთ. დაუმატეთ ნახარში ტაშტში. ფეხები დაიორთქლეთ ნახევარი სთ. ასე გააკეთეთ 10 საღამო ზედიზედ, და ფეხის ფრჩხილები გაგეწმინდებათ; მაგრამ მკურნალობა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, სანამ სოკო სულ არ გაქრება.
  • სოკოს ფეხებზე მარტივი რეცეპტით უმკურნალებთ: შეუკვეთეთ აფთიაქში 35 პროცენტიანი სალიცილის მალამო. წაისვით ფეხებზე და თითოეულ ფეხზე

    ჩამოიცვით პოლიეთილენის პაკეტი, შემდეგ წინდები - ატარეთ ეს ყოველივე საღამომდე. საღამოს მეორედ წაისვით და გაიჩერეთ მთელი ღამე. დილით პროცედურა ისევ გაიმეორეთ. ასე აკეთეთ მთელი კვირის განმავლობაში.
    ფეხებზე წასმისას, ერთდროულად ხელებზეც წაისვით, მაგრამ პაკეტი არ ჩამოიცვათ და მალამო არ ჩამოიბანოთ. 3 დღის შემდეგ კანი ფეხებსა და ხელებზე იწყებს გათეთრებას და აგძვრებად ნაფლეთებად, მაგრამ ტკივილებს არ იგრძნობთ; ფეხები და ხელები გაგეწმინდებათ, ხოლო ქუსლები ნაბზარების გარეშე - ბავშვის ქუსლივით რბილი გაგიხდებათ.

  • ცირცელი დაამარცხებს სოკოს ( მიკოზის ) ინფექციას

    ცირცელის ( ჭნავის ) ნორჩ ფოთლებს გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ისინი უნდა გულმოდგინედ მოსრისოთ, დაიფინოთ დაზიანებულ უბნებზე და დაიმაგროთ სამედიცინო მარლით. ქავილი მეორე დღესვე მინელდება, სიწითლეც ნელ -ნელა გაგივლით. მკურნალობა უნდა გააგრძელოთ სრულ მორჩენამდე, რომელიც შესაძლოა დაახლოებით თვე ან თვენახევარი გაგრძელდეს.

  • სოკოს ფეხებზე განკურნავს ბორის მჟავა. ღამით ფეხის თითებს შორის დაიყარეთ ეს ფხვნილი და ჩაიცვით სუფთა წინდები. თუ დაავადება მიშვებული არ არის, სწრაფად გაგივლით.

ქრისტესისხლა დაგეხმარებათ სოკოსგან ფეხების გადარჩენაში
ფეხები უნდა დაიორთქლოთ ქრისტესისხლას ნახარშში. აიღეთ 100 გრ ქრისტესისხლას ნორჩი ბალახი ( შეიძლება გამოიყენოთ აგრეთვე გამხმარიც, მაგრამ მაშინ საჭიროა აიღოთ ნაკლები, დაახლოებით 2 პირამდე სავსე კოვზი ), დაასხით 1 ლ ქაფქაფა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წთ. შემდეგ ნაყენი გადმოასხით ტაშტში და დაუმატეთ თბილი წყალი . გააჩერეთ ფეხები ამ ნახარშში 15 - 20 წთ. 10 პროცედურის შემდეგ სოკო გაქრება, ფეხები სრულიად გაგიჯანსაღდებათ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური